მოგესალმებით ფორუმელებო,
ალბათ სათაურზე შეატყვეთ რამდენად მნიშვნელოვანი თემაა და ამიტომ წინასწარ უმორჩილესად გთხოვთ აქ რუსთაველის თემაში უწმაწური სიტყვებისგან და აგრესიისგან თავი შეიკავოთ და ცივი გონებით, ლოგიკური მსჯელობით და იმ მცირეოდენი ინფორმაციით რაც კი გაგვაჩნია, ვისაუბროთ ჩვენ, ქართველთა სათაყვანო წიგნის "ვეფხისტყაოსნის" წარმოშვების თაობაზე!
მე შევეცდები ჩემი კვლევები და ნააზრები გაგიზიაროთ, რომელიც სხვა ქვეყნებზე პარალელებით იქნება წარმოდგენილი.. და ასევე მაშინდელი სოციალური პოლიტიკური და ა. შ. სიტუაციიდან გამომდინარე. თუ რამეში შევცდები შემისწორებთ, სასურველია რეალური ფაქტით და არა წყევლით და გინებით.
და ვიმეორებ ეს არ არის ზუსტი ფაქტი, შემ საუბარს ვაფუძვნებ ლოგიკურ ძიებაზე და გამეხარდება ერუდიტები თუ შემომეხიდებით...
ასე, რომ ვიწყებ!
აზრი პირველი: შოთა რუსთაველს ან სხვა ბევრი ნაწარმოები ქონად დაწერილი, ან ის არ იყო ერთადერთი ავტორი.
ახსნა.
ინგლსის მაგალითითი ვიწყებ.
რადგან ინგლისელები მითუმეტეს ძალიან იმპერიალისტები არიან და მსოფლიოს მიმართ ასევე ბევრი სიბოროტე ჩადენილი აქვთ (ასევე სიკეთეც), ისინი ჩვენგან განსხვავებით უშუშრად იქექებიან თავიანთ წარსულში და სიმართლეს ეძებენ.
ვილიამ შექსპირის შესახებ მიდის ბევრი თეორიები და მტკიცებულებები, რომ იგი ყველა მისი ნაწარმოებების ავტორი არ იყო და ეს იყო შეკოწიწებული სხვადასხვა მწერლის მიერ უზარმაზარი ნაწარმოებების და სიბრძნის კრებული.
ეხლა რატომ. როდესაც ერთი სახელმწიფო ძლიერდება, იგი იწყებს სხვათა, სუსტების მონოპოლიზაციას, ამას მონოპოლიზატორი ანხორციელებს მრავალი ხერხებით... შეიარაღებული ომით, რელიგიის გავრცელებით და რაც ყველაზე მთავარია კულტურული ექსპანსიით.. ანუ ხელოვნებით. ამ დროს ინგლისმა გამოძერწა ისეთი გენიოსი შეკსპირი, რომელიც სიბრძნეს და გენიალურიბას ქადაგებდა, და ქვეცნობიერად მოდიოდა დაპყრობის შეფარული სურვილი ინგლისური ენის სწავლებისა და გავცელებისა!
ეს ომი ინგლისმა მსოფლიოს მოუგო!!!!
და თავად იცით რომ დღეს ინგლისური ენა საერთაშორისო და ასევე კომპიუტერული ენაა.
აქვე ავღნიშნავ, რომ ინგლისური ენა ასევე ყველაზე მდიდარი ენაა მსოფლიოში... კერძოდ ის მოიცავს დაახლოებით 600 000 სიტყვას... და ეს იქედან გამომდინარეა, რომ ინგლისელები ენას ამდიდრებდნენ სხვადასხვა დაპყრობილი ქვეყნის სიტყვებით.
რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას ხედავთ ამერიკას მიყავს და ასევე კულტურის ომსაც მართავს (კერძოდ კინემატოგრაფიაში) და აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენმა ახალგაზრდა თაობებმა საერთოდ არ იციან ვინ იყო თაყაიშვილი, ხვიჩია, აბაშიძე და ა. შ. სამაგიეროდ ზეპირად იციან რა ეცვა დღეს ლეონარდო დი კაპრიოს და როგორ ხასიათზე იყო იგი და რამდენი დოლარი გადაიხადა პარიზ ჰილტონმა ლუი ვიტონის ხელჩანთაში.
ისევ შექსპირი.. მის ნაწარმოებებს თუ დაუკვირდებით, შეატყობთ, რომ ისტორიები სხვადასხვა ქვეყნებში ხდება, დანიის პრინცი, რომეო და ჯულია ვენეციაში, უამრავი ისტორია საბერძნეთში, ასევე რამოდენიმე საფრანგეთში და ა. შ. ეს იყო ერთერთი საბაბი საიდანაც დაიქყო ეჭვი რომ ისტორიები სხვადასხვა ქვეყნებიდა წამოღებული და შეკოწიწებული იყო ალბათ რამოდეიმე პროფესიონალის, ან სახელოსნოს მიერ.
ეხლა გავავლოთ პარალელები "ვეფხისტყაოსანი" - თან"
სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ეს დიდტანიანი შედევრი სწორედ მაში დაიწერა, როცა საქართველოში აყვავების ხანა იყო. კერძოდ თამარ მეფის დროს. ანუ ქართული რენესანსი, როდესაც რელიგია ფილოსოფია და ხელოვნება მსოფლიო დონეს უახლოვდებოდა. ეს თავისთავად განპირობებული იყო ეკონომიკური და სამხედრო წარმატებებით, რომელიც საქართველომ მიოპოვა მაშინ კავკასიაში.
ეს სისტემა მაშინ უკვე კარგად ცნობილი იყო, რომ ძლიერ ქვეყანას ძლიერი კულტურული განვითარება უნდა ჰქონოდა. da
ამ დროს საჭირო კულტურული ასიმილაციისთვის შერევა, კერძოდ ქართული ენის გავრცელება, ანუ სახელმწიფო ენად გცევა... ოსეთზე, აფხაზეთზე, ლაზეთი და ა. შ.
ვეჭვობ რომ თავად თამარ მეფემ შეუკვეთა ეს ზემოთხსენებული ნაწარმოები გარკვეულ საოსტატოს, ან რამოდენიმე ოსტატს რათა საკაცობრიო წიგნი დაეწერათ. და ქართული ენა გაემდიდრებინა, შეუდარებლად ვიდრე მანამდე იყო...
ისტორიულად ცნობილია, რომ შოთამ ვეფხისტყაოსანი თამარს მიუძღვნა, რაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო ამ წიგნისთვის ... კერძოდ რელიგიური, სოციალური თუ პოლიტიკური თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ფაქტიურად თამარ მეფის სახელით იქნა დაცული.აქედან გამომდინარე მომავალი თაობებისთვის შენახული
ასევე გამორიცხულია რომ რუსთაველს მხოლოდ ეს ერთი წიგნი დაეწერა, რადგან მასში იმდენად დიდია მისი ოსტატობა, რომ წარმოუდგენელია ადამიანმა პირდაპირ ადგე და დაწერო რაც არ უნდა შეყვარებული იყო.

ასევე ვეფხისტყაოსანში, როგორც შექსპირის ნაწარმოებებში შეინიშნება თხრობა სხვადასხვა ქვეყნებში. არაბეთი, სპარსეთი ინდოეთში და ა.შ. რაც თავად ნაწარმოების უნივერსალურობაზე, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე მიუთითებს, და ეს გეოგრაფიული გავრცობა შემთხვევითი არ არის. ეს უფრო პოლიტიკური ზეგავლენაა - ამგვარი მესიჯით, ნახეთ საქართველო როგორი გახსნილი და კულტურულად მდიდარი ქვეყანაა.
ასე რომ ძალიან ბევრი კითხვა რომ არ მოგიწიოთ მერე დავიწყებ ნაწარმოების, "ვეფხისტყაოსნის" კონკრეტულ განხილვას, სადაც მრავლად შევხვდებით მინიშნებებს თეორიებისა, თუ სად და ვის და რამდენს შეეძლო დაეწერა ეს წიგნი.
სწორედ ეს არის ალბათ იმის მიზეზი რომ რუსთაველის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რადგან ეს ალბათ მოგონილი პესონაჟი იყო როგორც წიგნის ავტორი.
ერთადერთი ფრესკა იერუსალიმის მონასტერში, რომელიც იუწყება რომ შოთა რუსთაველია.

მე ერთხელ ვთქვი, რომ ქართველებს გვჩვევია ისტორიის დამალვა და შელამაზება. ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ხდებოდა.
ამ შემთხვევაში IMHO საქართველოს ყველაზე დიდმა დედოფალმა თამარმა უამრავი საუდუმლო, მასთან ერთად თავისი სასაფლოა გადამალა, გაძარცვისგან დაიცვა და თავსატეხად დაგვიტოვა ქართველებს.
მე მგონი საინტეროსო თემაა და მნიშვნელოვანი, რათა გავერკვეთ ყველანი სიმართლეში...
თუ ამის უნარი შეგვწევს.
კეთილი სურვილებით
წრაწიკიჩი

P.S.
ვიმეორებ ეს რაც დავწერე, იყო IMHO და თუ სხვა თეორიები გაგაჩნიათ, ფაქტების მოყვანით, ველი სულმოუთქმელად