Philip Pullman - ფილიპ პულმანი
"His Dark Materials" - "მისი ბნელი საწყისები"
ავტორის შესახებ: ფილიპ პულმანი დაიბადა 1946 წელს ქალაქ ნორჯში, ოფიცრის ოჯახში. მამამისი ბრიტანეთის საჰაერო ძალების მფრინავი იყო და საზღვარგარეთ მსახურობდა. პატარაობაში ხშირმა მოგზაურობამ მსოფლიოს გარშემო, მის წარმოსახვაზე აისახა. 50-ბის დასაწყისი მან აფრიკის სამხრეთში და ავსტრალიაში გაატარა. სავარაუდოდ საზღვაო მოგზაურობებმა ყველაზე დიდი როლი შეასრულეს მის მწერლად ჩამოყალიბებაში და მისი ნიჭის გაღვიძებაში, აქედან მოდის მისი ფარტო მსოფმხედველობა.
ფილიპმა ოქსვორდი დაამთავრა, შემდეგ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ხოლო შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების, მოსწავლებლად მუშაობა დაიწყო თავის საყვარელ ოქსფორდში. მას საოცარი მოყოლის ნიჭი გააჩნდა. მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ როცა იგი მათ „ილიადას“ უკითხავდა. მისი საყვარელი გმირები არიან გომერი, სვიფტი და დიკენსი. თავისი საუკეთესო წიგნის „მისი ბნელი საწყისების“ დაწერაზე მას ჯ. მილტონის „დაკარგული სამოთხე“-მ უბიძგა, რაზეც არაერთხელ თავად საუბრობდა ინტერვიუებში.
ყველა წიგნს წერს მესამე პირში, უპირატესობას ანიჭებს ბაღში მუშაობას, მუდმივი წესის თანახმად: ყოველდღე 1100 სიტყვა (3 გვერდი), ყოველთვის წერს ხელით, კალმისტრით, სპეციალურ ბლოკნოტში და პირველ წინადადებას იგონებს წინა საღამოს, რომ დილა სუფთა ფურცელით არ დაიწყოს. თავის დეიმონად ავტორს დელფინი უნდა, გონებამახვილობისთვის.
პულმანი ცნობილი გახდა საბავშო დეტექტიური ციკლით სალი ლოქჰარტის (Sally Lockheart) შესახებ, რომლის მოქმედებაც ხდება 19 საუკუნის ლონდონში: "The Ruby in the Smoke" (1985), "The Shadow in the North" (1988), "The Tiger in the Well" (1990) და "The Tin Princess" (1994).
1996 წელს გამოვიდა პულმანის რომანი "Northern Lights/ჩრდილოეთის ნათება" (რომელიც აშშ-ში გამოვიდა სახელით "The Golden Compass/ოქროს კომპასი"), რომელიც გახდა დასაწყისი ტრილოგიისა "His Dark Materials/მისი ბნელი საწყისების", სახელი რომელიც მან ჯონ მილტონის "Paradise Lost/დაკარგული სამოთხე"-დან ითხოვა. შემდეგ 1997 წელს "The Subtle Knife/ჯადოსნური დანა" და 2000 წელს "The Amber Spyglass/ქარვის ტელესკოპი". ტრილოგიას ავსებენ წიგნები "The Book of Dust/მტვრის წიგნი" და "Lyra's Oxford/ლირას ოქსფორდი".
ასევე პულმანი არის ავტორი ისეთი ნაწარმოების როგორების არიან "Spring-Heeled Jack" (1989), "The Broken Bridge" (1990, "The White Mercedes" (1992); "Clockwork" (1998), "The Firework-Maker's Daughter" (1999); "I was a Rat...or the Scarlet Slippers" (1999) и др.
ეხლა ფილიპ პულმანი 62 წლისაა, მას ყავს ცოლი და 2 ვაჟი, ფილიპი ეხლაც ოქსფორდში ცხოვრობს და აგრძელებს მუშაობს ახალ ნაწარმოებებზე.

"Northern Lights/ჩრდილოეთის ნათება" a.k.a "The Golden Compass/ოქროს კომპასი"წიგნის მოქმედება ხდება ერთერთ პარალელურ სამყაროში. ლირა ბელაკვა იწყებს საშიშს მოგზაურობას ჩრდილოეთ პოლუსთან, საკუთარი მეგობრის გადასარჩენად. გოგოს დასახმარებლად გამოდიან ალქაჯები ბოშები და უზარმაზი თეთრი დათვი ჯავშანში. იქ, მუდმივ გამყინვარეობაში არის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ბოროტი მეცნიერები ცდებს ატარებენ, რათა გაიგონ ვასკრვლავური მტვერის საუდუმლო.აქვე ლირა იგებს, რომ უნდა გაანადგუროს წყარო, რომელიც ბნელ ძალებს კვებავს, თუნდაც მას მოუწიოს საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ჩრდილოეთის ნათების გადაღმა.
ლინკი წიგნის გადმოსაწერად:ინგლისურადრუსულად
"The Subtle Knife/ჯადოსნური დანა" სამყაროთა გზაჯვარედინზე „ჩიტტაგაცში“, მიტოვებულ ბავშთა ქალაქში, ლირა გაიცნობს უილს, თავის თანატოლეს რეალური სამყაროდან. უილი 12 წლისა არის, რომლიც ყველაფრისთვის მზად არის საკუთარ მამაზე სიმართლის გასაგებად, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. იგი შემთხვევით მოხვდა „ჩიტტაგაცში“, როდესაც თავმდამსხმელებისგან თავს აღწევდა. ამ ქალაქში ლირას და უილს ხელში დანა ჩაუვარდებათ, რომლითაც ისინი შესძლებენ ფანჯრების გაჭრას სხვა სამყაროებში. სხვა სამყაროებში ბევრი უცნაური არსება ბინადრობს, მოჩვენებები, რომლებიც უფროსების სულებით იკვებებიან, ალქაჯები და ანგელოზები. აქ ისინი პოულობენ და კარგავებ საყვარელ ადამიანებს. მათ არაერთხელ მოუწევთ საკუთარი სიცოცხლეებო საფრთხეში ჩააგდონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, რაზეც სამივე სამყაროს ბედი იქნება დამოკიდებული.
ლინკი წიგნის გადმოსაწერად:ინგლისურადრუსულად
"The Amber Spyglass/ქარვის ტელესკოპი" ტრილოგიის ბოლო წიგნში ლირას და უილს მოუწევთ მოგზაურობა მკვდართა სამყაროში, სადაც ისინი სიკვდილს გაიცნობენ და საკუთარ დეიმონებს დაკარგავენ. ჩადოსნური მტვერი - პირველწყარო სიცოცხლისა ტოვებს ჩვენს სამყაროს. ქავის ტელესკოპი სიკვდილს უწინასწარმეტყველებს ბევრ სამყაროს. ახალგაზრდა უილი და ლირა ბედის ცდას აგრძელებენ. მათი ბავშვობა დამთავრდა. ეხლა ისინი დაუცველები არია მოჩვენებებისთვის, რომლებიც უფროსების დეიმონებს ჭამენ. ლირას მამის, ლორდ აზრიელის აჯანყებულთა არმიის ბრძოლაში ზეციურ ჯართან ერთმენთს შეეტაკებიან ანგელოზები და მოჩვენებები, სულები და ელფები, ადამიანები და მონსტრები ათასი სამყაროდან. თურმე სამყაროების ბედი მხოლოდ 1 გოგონის არჩევანზე არის დამოკიდებული. შეუძლია მას დაამარცხოს სიკვდილი და თავისი დანიშნულება შეასრულოს?
ლინკი წიგნის გადმოსაწერად:ინგლისურადრუსულად
This post has been edited by Darth Vader on 31 Jan 2008, 17:57
I am an anarchist! Wherefore I will not rule and also ruled I will not be. ©John Henry Mackay
I feel like I'm Alice in Wonderland! © Michael Scholey