პრაიმტაიმში იყო ასეთი მომენტი, როდესაც ქალბატონი დარბაზიდან ეკითხება ძიძიგურს. თქვენ თვლით რომ პირადად თქვენი ხმა მოიპარესო? ის პასუხობს დიახო. მაშინ ქალბატონი ამბობს, რომ იმ უბნის დამკვირებელი იყო სადაც ხმა ძიძიგურს უნდა მიეცა და ძიძიგური არჩევნებზე საერთოდ არ მისულა. ამის შემდეგ ძიძიგურმა თქვა მე არ ვიყავი , მაგრამ ჩემი ხმა მაინც მოიპარესო. ახლა ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ. უბრალოდ, ერთი ფაქტი რაც გაირკვა ჩემთვის არის ძალიან მოულოდნელი და საეჭვოც:
ძიძიგურს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია!ბატონებო, რატომ არ მივიდა ოპოზიციის ლიდერთაგანი არჩევნებზე, მაშინ როცა მე, უბრალო მოქალაქეს გამიჩნდა იმის გრძნობა, რომ ჩემი ხმა რაღაცას წყვეტდა (საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ასეც იყო) და ამის გულისთვის სადაც ჩაწერილი ვარ ცხოვრებაში მეორედ თუ მესამედ მივედი, კითხვა-კითხვით, დიდუბიდან 15 კილომეტრში, ყინვაში და თოვლში

და მგონი არჩევნებში ათწლეულზე მეტია პირველად მივიღე მონაწილეობა. ნუთუ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვერ გამონახა ამისთვს დრო???
მე პირადად ეჭვი გამიჩნდა, რომ მართლაც არ ადარდებდა რა შედეგი დაფიქსირდებოდა, ყველა შემთხვევაში ასე უნდა ელაპარაკათ - რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. რომ პოლიციამ დამკივრვებლები სადღაც ჩაკეტა და დააბაა...