- დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დამეწერა, მაგრამ ხან მეზარებოდა, ხან დრო არ მყოფნიდა. დღეს კი გადავწყვიტე ჩემი გულის ნადები გაგაცნოთ და მოვფინო ნათელი იმას რასაც ამდენი ხანი გიმალავდით.

- მაშ ასე, მინდა დავწერო ორიოდე სიტყვა ჩვენთვის ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობ თემაზე:
ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომი.- ეს სინდრომი ფსქოლოგებმა პირვლად 1994 წელს დააფიქსირეს და მოგვაწოდეს განმარტება: "ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომი არის ინტერნეტში შესვლის აკვიატებული სურვილი - როცა იმყოფები OffLine-ში და როცა OnLine-ში ხარ არ შეგიძლია გამოხვიდე ინტერნეტიდან."
- სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა კრიტეიუმებს ასახელებს ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომის განსაზღვრისათვის. ძირითადად განიხილება ორი მეცნიერის კრიტერიუმები:
I. კიმბერლი იანგი თვლის რომ თუ ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც აქვს მაშინ იგი შეიძლება ჩავთვალოთ ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომით დაავადებულად:
--- 1. e-mail_ის შემოწმების აკვიატებული სურვილი.
--- 2. მუდმივი სურვილი კიდევ ერთხელ შევიდეს ინტერნეტში.
--- 3. ახლობლები ჩივიან რომ პაციენტი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ინტერნეტში.
--- 4. ახლობლები ჩივიან რომ პაციენტი ბევრ ფულს ხარჯავს ინტერნეტისთვის.
II. ივან გოლდბერგის მიხედვით ადამიანს შეიძლება დავუმტკიცოთ ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომი თუ მას აღენიშნება მოცემული პუნქტებიდან მინიმუმ სამი:
--- 1. დროის ხანგრძლივობა რომელიც სჭირდება ადამიანს რათა მიაღწიოს სიამოვნებას განცდილი ინტერნეტის მოხმარებით(ზოგჯერ ეს გრძნობა ეიფორიას იწვევს) - თანდათან იზრდება სწრაფად.
--- 2. თუ ადამიანი არ ზრდის ინტერნეტში ყოფნის ხანგრძლივობას მაშინ, ინტერნეტიდან მიღებული სიამოვნების ეფექტი კლებულობს.
პირველი და მეორე პუნქტი ასახავს ე.წ. ტოლერანტობის ფენომენის აღმოცენებას. იგივე აღენიშნებათ ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს, როდესაც მიამოვნების მისაღებად უფრო მეტი და მეტი დოზაა საჭირო--- 3. მომხმარებელს აქვს მცდელობა არ შევიდეს ინტერნეტში ან თუნდაც ცდილობს ნაკლები დრო გაატაროს მასში.
--- 4. ნეტში ძრომიალის შეწყვეტა ან დროის ხანგრძლივობის შემცირებას მოყვება მომხმარებლის ხასიათის გაფუჭება რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. ეს გაღიზიანება გამოხატულია ორი ან მეტი სახით:
----- ● ემოციური და მოძრაობითი ა(ღ)გზნება.

რა კარგი სანახავი იქნება

----- ● აფორიაქება.
----- ● აკვიატებული ფიქრი იმაზე თუ რა ხდება ეხლა ინტერნეტში.
----- ● ოცნებები და ფანტაზიები ინტერნეტზე.

Oh yeah

----- ● თითების ნებითი ან უნებლიე მოძრაობები რომელიც კლავიატურაზე ტექსტის აკრეფას მოგვაგონებს.
- მას აშე:) შეაფასეთ ეხლა თქვენი მდგომარეობა და აღიარეთ მოექეცით ამ სინდრომის ქვეშ თუ არა? ისე დადგენილია რომ ადამიანი როცა აღიარებს რომ მას აქვს რამეზე დამოკიდებულების სინდრომი, შემდეგ იგი ცდილობს გაუმკლავდეს მას თავისით. ჰა ჯიგრებო გამოტყდით ეხლა:) კინოებში არ გინახავთ, ალკოჰოლიკები რომ სხედან წრეში და წამოდგება ერთი: "გამარჯობათ მე ჯონი ვარ, მე ალკოჰოლიკი ვარ". დღეისათვის სულ ეს იყო, შემდეგში მოგითხრობთ:) თუ რა არის ინტერნეტ დამოკიდებულობის სინდრომის განვითარების მიზეზები.
This post has been edited by Doct0rIN on 14 Jun 2003, 23:23
P.S. И вообще, пора нам сбавлять темп...