სულიკო ჟღენტი:
,,თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული, - ეროვნულია.
როცა შენ გიჭირს, მოძებნე ის, ვისაც შენზე უფრო უჭირს და დაეხმარე მას. ეს უშველის შენს გაჭირვებას.
ჩვენ ამაყი ერი ვართ, მაგრამ სიამაყე აქ საქმეს ვერ შველის... ამიტომ ჩვენ ამაყ მონებად ვიქეცით.
დაიწმინდება საუკუნეთა მტვერი და მომავალი თაობები იმსჯელებენ ჩვენზე იმის მიხედვით, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ (ჩვენმა თაობამ) ადამიანის სულის ასამაღლებლად,,
,,გონებისთვის რაიმე მიუწვდომელია, ან მისი არსებობა ლოგიკას არ ემორჩილება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რაიმე არ არსებობს? . . . გონება განვითარებადია, ლოგიკა - ცვალებადი. ის, რაც ერთი-ორი საუკუნის წინათ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალურადაა წარმოდგენილი. რაც ულოგიკო იყო, ლოგიკური გახდა (ელექტრონი, რადიო, ტელევიზია, ავიაცია და სხვა მრავალი). თუმცა კაცობრიობის აბსოლუტური უმეტესობისათვის ყოველივე ამის არსებობის კანონები გაუგებარია დღესაც კი. ჩვენ მათ ვფლობთ, მაგრამ მათი მოქმედებისა და თვით არსებობის ლოგიკური ახსნა ჩვენ, კაცობრიობის 99 პროცენტს, არ ძალგვიძს. მაგრამ ყოველივე ეს არსებობდა ადამიანის აზროვნებაში: მფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე და ყოველივე ეს ფოლკლორმა შემოგვინახა. მაგრამ დადგა ჟამი და ზღაპრები იქცევიან ყოფად. ცხოვრება თავის დროზე ამოხსნის ხოლმე ზღაპარში ჩაქსოვილ ინეგმას. ყველა ამოხსნას თავისი ჟამი აქვს. დარჩა კიდევ რამდენიმე ამოუხსნელი ზღაპარი. კენტავრების შექმნა თურმე შეიძლება, ამის გარანტს იძლევა გონების საიდუმლოებაში ჩაწვდომა. უკვდავების წყარო?.. ამისი ჟამიც დადგება. შემდეგ კი ღმერთის შეცნობა... მისი არსებობის აბსოლუტური განცდა. სულის უკვდავების გაცხადება, შემეცნება... (სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ფაქტია მათი აზროვნების განსხვავებული სპეციფიკა. მაშ, რაღა უნდა ვთქვათ ზებუნებრივის გაგებაზე?... შემოქმედება ალოგიკურს აქცევს ლოგიკურად! და ესაა ლოგიკის უმაღლესი ფორმა..
,,აი, დგას როიალი. თეთრი და შავი კლავიშები. ყოველ მათგანში თვლემს გარკვეული ჰანგი. ამ კლავიშთა ერთობლიობა შეიცავს ყოველ ნოტს, ყოველ ოქტავას. საკმარისია თითქოს და სრულიად უბრალო რამ:საჭირო მომენტში სათანადო კლავიშს შევეხოთ თითით და გავაკეთოთ ეს სათანადო თანმიმდევრობით. უცბად არაფრისგან, ამ მდუმარე, უსიცოცხლო კლავიშებიდან, იბადება ჰარმონია, ღვთაებრივი ჟრერადობა, იქმნება გენიალური სიმფონია, ხის კორპუსიდან გადმოიღვრება სიმღერა, რომელიც სასოწარკვეთილს სიმხნევეს მოგვრის, მხდალს გმირად აქცევს, გულზვიადს- თავმდაბლად გახდი . . . კლავიშების უკან გაბმულ სიმებში ჩაბუდებულია უჩინარი სასწაული, რომელსაც ადამიანის ნიჭი და გენია ათავისუფლებს სიჩუმისა და უტყვობის ტყვეობისაგან.
ავიღოთ სიტყვათა ლექსიკონი. მის ფურცლებზე მწყობრად გარინდული ჯარისკაცების კოლონებივით ჩამწკრივებულან სიტყვები. მათგან შეიძლება შეიქმნას ყველაფერი - ბოროტებაც და სიკეთეც. საქმე იმაშია, თუ ვინ გამოიყვანს საბრძოლველად მოქმედების მოლოდინში გარინდულ ამ თითქმის ყოვლისშემძლე მეომრებს, - სიტყვებს. ისინი შეიძლება შევკრიბოთ და განვალაგოთ საზიზღარ პასკვილად ან ანონიმურ დაბეზღებად. შეიძლება შევქმნათ პოეზიის ბრწყინვალე ნაწარმოები, ან უკვდავი რომანი, პიესა. არის სიტყვების უზარმაზარი, მაგრამ მაინც განსაზღვრული მარაგი, თუნდაც რაოდენობრივად განსაზღვრული, საკმარისი იმისათვის, რომ ავხსნათ და გამოვხატოთ უდიდესი მეცნიერული მიგნება თუ აღმოჩენა. "პირველადვე იყო სიტყვა . . ." სიტყვაა ყველაფრის შემძლე, ყველაფრის პირველწყარო და პირველმიზეზი. ალბათ შეიძლება განვკურნოთ ყველა ის დაავადება, რომლებიც დღესდღეობით განუკურვნელად ითვლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ლექსიკონიდან ამოვიღოთ საჭირო სიტყვები და განვალაგოთ სათანადო თანმიმდევრობით. წავიკითხავთ მიღებულ ფრაზებს და შევიტყობთ, თუ როგორ განვკურნოთ ყველა სნეული. ალბათ, ასევე სიტყვათა საგანძურში დევს უკვდავების საიდუმლოებაც, რომელიც ხალხურმა სიბრძნემ უკვდავების წყაროდ მონათლა. ახლა, ყველა ზღაპარი, GG ყველა ლეგენდა სინამდვილე აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ ათასწლოვანი ფოლკლორული სიბრძნე უკვდავების წყაროს თაობაზეც, ასევე იქცევა სინამდვილედ (თუ არ ვცდები ეს ერთ-ერთი ზღაპრული სასწაულია, რომელიც ჯერჯერობით არაა ახდენილი),,
"უდაბნოს თაობა" - თაობა რომელიც უნდა დაიღუპოს თავისუფლების გზაზე -!!რეზო ჩხეიძე და სულიკო ჟღენტი ფილმის გადაღების დროს
This post has been edited by monte cristo2009 on 30 Aug 2009, 04:09
მიმაგრებული სურათი