გოგი გვახარიამ ქართული კინოსთვის გააკეთა არანორმალური საქმე
წაკითხული მაქვს,თავისი ხელფასით როგორ ყიდულობდა ფრანგულ ბაზარზე ფილმებს,ვიოდეთი,ჩამოქონდა და ჩვენ გვანახებდაბნელ დედა#####ულ 90-იანებში,ტყვიების ფრქვევაში გოგი ფასბინდერს გვანახებდა,ხან კიშლოვსკის,რო გაბლატავდებოდა სალოს,ხანდახან ვისკონწის
გოგი არის ქართული კინოკრიტიკოსების მემატიანე
და ერთ-ერთი ინტერვიუში გოგიმ თქვა,კინო კვდებაო,აწი მუზეუმებში იქნებაო,კი მერე აღიარა რო 2023 წელი კაი კინო წელი იყო,მარა მაინც
მე მახსოვს,ბებერას ნიკით,მეზარება თემის ძებნა 2023 წელს გავხსენი თემა,აბა კინო მოკვდაო ,იმ წელს ვნახე ნანის პაპები,ვუდის პარიზი,დარდენების ბიჭი ველოსპიდეით და ბევრი ფილმები,კაი ფილმები
და გუშინ,2024 წელს,გამონეტფლიქსებულ სამყაროში,მე მქნდა სრულიად გენიალური კინო დღე,2024 წლს,ვნახე 2023 წლის ორი,აბსოლიტურად გენიალური დავუწიყარი ფილმი მატეო გარონეს მე კაპიტანო და აკი კაურისმიაკის შემოდგომის ფოთლები
ხოდა საჯაროდ,საყოველთაოდ ვაცხადებ,მოვიჭრი ###ს,ცხვირს,ყურებს და გარანტიას ვიძლევი,კინოს ვერ მოკლავს ვერც ნეტფლიქსი,ვერც ზანგები,ვერც პიდარასტები,ვერც ალტინფოელები,ვერს კოსერვატორები,კინო არის დიადი,დაუმარცხებელი,ცხბიერი და სრულიად გენიალური,კი როგორც ოდისევსი
კინო იქნება,კინო გაგრელდება,კინო ახალ ფორმებს მიიღებს,ან არ მიიღებს ოღონდ კინო იქნება სანამ იქნება ადამიანი,ადამიანი რომელიც იბრძვის,დაჩაგრული,წაგებული,გაჭირვებული,თუ მოგებული
კინო არის ადამიანების ელქსირი,კინო ადამიანებს უვლის,კინო ადამიანებს იცავს,კინოს ადამიანები აკეთებენ იმისთვის რო ადამიანებს მოუარონ
ორუ სრულიად სხვანაირი რეჟისორი,ორი სრულიად სხვანაირი კინოე ენით გვიყვებიან ერთი და იგივეს,გარონე იცავს სენეგალელ ბიჭებს,იცავს,უვლის,უყვარს,მაგათ სამყაროს აღგვიწერს დეტალურად,ყველა ნაბიჯზე თან დაყვება და როგორ უფრთხილდება,როგორ უვლის და როგორ გვაყვარებს თავს,აფრიკული კულტურა და შამანებიც შემოყავს,გგარონე არა მარტო ზანგ ბჭებს იცავს,არამედ ადამიანებს იცავს,ამ ფილმის ფინალს არ დაგასპოილერებთ,უბრალოდ ნახეთ,დარდენებსთანაც კი მიჭირს ამ დონის ფინალის გახსენება,ტრაგედია,გამარჯვება,რაღაც სიდიადე,16 წლის ბიჭი რომელსაც ვენეციაში მთავარი პრიზი არ მიცეს ###ებმა,მარა უკეთესი პრიზი მიცეს,მარჩელო მასტროიანის პრიზი,ეს საოცრება
ცალკე ფეხბურთის ფორმები,გახუნებული,სრულიად შედევრალური,ოცდახუთ გუნდამდე დავთვალეთ,ეს კინო არის ჩემი,შენი,ოდისევსის და თვით იმ დიდი აქილევსის ტკივილიც,სრულიად ადამიანური,სრულიად მეომრული,სრულიად გამანადგრუებელი
და მეორე მხარეს აკი,დიდ ბურჟუაზიულ კომპანიებში,განათლებულ და ჭკვიან ხალხში ჩაკარგული ადამიანების ტკივილი,უბრალო და ყველაზე ნაღდი ადამიანების ტკივილი,მარტოობა,გამუდმებით იმის ფონზე რა დედა#####ულია რუსეთი,საოცარი პეოზია სიმარტოვის,ტანჯვის,ადამიანური გაუცხოების და ამასთანავე საოცარი იმედი,როგორც ლივერპული,შენ არასდროს იქნები მარტო,ვერ იქნები,კინო როგორც გადარჩენა,აკი,ფინელი მწეველი აკკოლოიკი ,ვითომადამიენბს რო ვერ იტანს და გულის ფიცარზე რო ყავს
მე ერთ დღეს ეს ორი კინო ვნახე 2023 წელს გადაღებული
და რაც მთავარია გარონემაც და აკიმაც ერთმა ვენეცია წააგო,მეორემ კანი,რაღაც ჯIური მომწონს ### პრიზები აიღეს
ხოდა ზუსტად ვიცი რო კინო გადარჩა
კინო გადარჩება
კინო არს და იყოს და იქნება აწ და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე
კინოს მადლი გფარავდეთ
კინო,როგორც ფლკნერის გენილალური სიტყვა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.
ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.
ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა.
ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც.
ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს. (1949 წელი)
This post has been edited by მშპს_მივხედოთ on 21 Jan 2024, 00:50
საქრთველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი@