რეჟისორი: Luca Guadagnino
მსახიობები: Chloë Grace Moretz, Dakota Johnson,
ტილდა სვინთონი / Tilda Swinton , Mia Goth, Jessica Harper
ჟანრი: საშინელება, დეტექტივი
შინაარსი: 1977 წლის კლასიკური იტალიური საშინელებათა ფილმის რიმეიკი, ახალგაზრდა ამერიკელ მოცეკვავე გოგონაზე სიუზი, რომელიც გერმანიაში მიემგზავრება, რათა ბერლინში მდებარე პრესტიჟული ბალეტის სკოლაში ცეკვის ხელოვნებას დაეუფლოს და ამ ჟარნის არტისტი გახდეს. მაგრამ სწავლის პროცესში, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ სკოლის მოსწავლეები იდუმალ ვითარებაში ქრებიან, და მალე იგი ამ სკოლის კედლებში დამალული ბნელი და მისტიკური წარსულის შესახებ გაიგებს…
დარიო არჯენტოს საკულტო ჰორორი 77 წლის ფილმის რემეიქია, რეჟისორი იტალიელი ჰყავს , ლუკა გუადაგნინო. როგორც ჩანს, ორიგინალურ ატმოსფეროს არ იმეორებენ, სინთეზ-როკის მუსიკის ნაცვლად, კლასიკურ მუსიკას ირჩევენ და წითელი ფერის ნაცვლად, მუქ და ბნელ ფერებში აპირებენ გაკეთებას. იმედია ძველი საუნდტრეკს შეინარჩუნებენ ოღონდ უფრო სხვა ვერსიით ... ვისაც ნანახი არ აქვს ძველი ვერსია ვურჩევ უყუროს მაინც კლაზიკაა

, დიდად საშიში არაა თუმცა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო დაყვება და მუსიკაც უწყობს ხელს.