მოკლედ მეც შენ დღეში ვარ, ამ ორ ავტომობილს შორის ერთ ერთის არჩევას ვფიქრობ, ჩემს აზრს გეტყვი თუმცა მეც არ ვარ ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, მოკლედ თუ ქალაქი + შიგადაშიგ ცუდ (ზოგჯერ ძალიან ცუდ) გზებზე გაძრომა გინდა ტოიოტა, თუ საჯლაგუნოდ გინდა მანქანა ძალიან ხშირად ცუდ გზაზე მაშინ პაჯეროას , ეს განპირობებულია ერთადერთი რამით, ნაწილები და შენახვა, თორე გამავლობით და გამძლეობით ორივე ძალიან მაგარია, დიზელის ძრავით რა თქმა უნდა ტოიოტა, პაჯერო როგორც ოფ როუდის "ასებმა" მითხრეს 3.0 12 კლაპნიანი ბენზინი ჯობია, ხო ერთი რამე კიდე პრადო ფულ თაიმია ანუ მუდმივად ოთხივე საბურავი არის გამწევი, პაჯეროს თუ იყიდი სუპერ სელექტით იყიდე რაც გაძლევს საშუალებას კარგ გზაზე მხოლოდ 2X2 იარო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ნებისმიერ გრუნტზე ოთხივე გამწევი გახადო რაც განასხვავებს პართ თაიმის ტიპის ტრანსმისიის მქონე ავტომობილებისგან, შედეგად იღებ ნაკლებ საწვავის ხარჯს თუმცა თუ შევადარებთ 3.0 ტოიოტას დიზელს და 3.0 მიცუბიშის ბენზინს აქ რომელი უფრო ეკონომიურია ამას ყველა მიხვდება. ხო დანარჩენს ჩემზე უფრო ბევრად გათვითცნობიერებული ხალხი გეტყვის, ხო და მე თუ ვამბობ რამეს არასწორად იმასაც გაასწორებს

, ა ხო კიდე ერთი როგორც ვხედავ მარჯვნივ რულიანებზე გიჭირავს თვალი და ტოიოტებზე ძალიან ბევრი საჩალიჩოა და ხრენ ევო ზნაეტ როგორ გადააქვთ, ასე, რომ პაჯერო ბენზინი 3.0 სუპერ სელექტი, უკანა ხიდის ბლოკირებით (პრიკურივატელის გვერდზეა კნოპკა), კარგი საბურავები და უგზოობა შენია,
* * *
ხო დამავიწყდა მეთქვა არამარტო უგზოობა, კარგი გზაზეც მაგრად დადის ნუ ახლა რუსთავში დრაგზე ვერ გამოხვალ
This post has been edited by luka_B on 19 Apr 2008, 00:50