6 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ლატვიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ამხანაგურ მატჩში.
მატჩი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება .ლატვიის ეროვნული ნაკრები თბილისში მეორედ ითამაშებს: 1999 წლის შემოდგომით იოჰან ბოსკამპის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2:0 იგებდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. იმავე შესარჩევ ციკლში ლატვიელებმა რიგაში 1:0 იმარჯვეს.
6 თებერვლის მატჩი მეტოქეთა ისტორიაში მეხუთე დაპირისპირება იქნება: 1994 წლის 23 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 3:1 იმარჯვა, 1998 წლის 6 თებერვალს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე კი ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო.
აქამდე გამართული მატჩები საქართველოსა და ლატვიის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი. 23 ივნისი, 1994. ლატვია, რიგა, ცენტრალური. 2.200
ლატვია 1:3 საქართველო
გოლები: 0:1 დ.ჯანაშია (13), 1:1 ვ.ელისეევი (60), 1:2 კ.კაჭარავა (74), 1:3 გ.ჯამარაული (76)
საქართველო: ი.ზოიძე, ბ.ბერაძე, მ.კაციტაძე, გ.ნემსაძე, გ.ჯიშკარიანი, დ.ჯანაშია (ვ.სეფაშვილი 85), გ.ინალიშვილი, გ.ჯამარაული (კაპ), თ.ტუღუში (გ.ტყებუჩავა 78), გ.ქინქლაძე, კ.კაჭარავა
მწვრთნელი: ა.ჩივაძე
გაფრთხილება: დ.ჯანაშია
მსაჯი: ა.ლიტვინოვი (ესტონეთი)
ამხანაგური მატჩი მალტის ტურნირი. 6 თებერვალი, 1998. მალტა, ლა ვალეტა, "ტა ქალი”. 3.000
ლატვია 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 გ.ჯამარაული (50), 0:2 გ.ჯამარაული (71), 1:2 ო.ბლეიდელისი (85, პენ)
საქართველო: ნ.ტოგონიძე, გ.შეყილაძე, კ.კალაძე, მ.შელია, გ.ჩიხრაძე, გ.გახოკიძე, გ.ნემსაძე (კაპ) (გ.კიკნაძე 80), თ.ქეცბაია (ლ.ცქიტიშვილი 81), გ.ჯამარაული (ლ.სილაგაძე 70), ა.არველაძე (მ.ყაველაშვილი 46), შ.არველაძე (ა.იაშვილი 46)
მწვრთნელი: ვ.გუცაევი
გაფრთხილება: ლ.ცქიტიშვილი, ა.იაშვილი
მსაჯი: ა.მიკალეფი (მალტა)
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 10 ოქტომბერი, 1998. ლატვია, რიგა, "დაუგავა”. 4.000
ლატვია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ი.შტოლცერსი (2)
საქართველო: დ.გვარამაძე, კ.კალაძე, გ.გახოკიძე (გ.დემეტრაძე 60), ლ.კობიაშვილი, გ.შეყილაძე, მ.ყაველაშვილი, გ.ნემსაძე (კაპ), გ.ჯამარაული, თ.ქეცბაია, გ.ქინქლაძე, შ.არველაძე
მწვრთნელი: ვ,გუცაევი
გაფრთხილება: მ.ყაველაშვილი, გ.ნემსაძე
მსაჯი: კ.ზოტა (რუმინეთი)
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 8 სექტემბერი, 1999. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 15.000
საქართველო 2:2 ლატვია
გოლები: 1:0 შ.არველაძე (30), 2:0 მ.ყაველაშვილი (52), 2:1 ი.ბლეიდელისი (62), 2:2 ო.სტეპანოვსი (90)
საქართველო: დ.გვარამაძე, გ.შეყილაძე, გ.დიდავა, მ.წერეთელი, ლ.ცქიტიშვილი (თ.სიჭინავა 70), კ.კალაძე, გ.ნემსაძე (კაპ), გ.ჯამარაული, ლ.კობიაშვილი, მ.ყაველაშვილი (ა.არველაძე 75), შ.არველაძე (გ.დემეტრაძე 72)
მწვრთნელი: ი.ბოსკამპი (ჰოლანდია)
გაფრთხილება: მ.წერეთელი, გ.ნემსაძე, გ.ჯამარაული
გაძევება: მ.წერეთელი (80)
მსაჯი: მ.რადომანი (იუგოსლავია)
This post has been edited by henry13 on 19 Jan 2008, 21:24
მიმაგრებული სურათი