#17100768 · 24 Dec 2009, 14:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა ვათვარიელებდი ლიტერატურის კატალოგს და მასში კურტ ვონნეგუტი ვერ აღმოვაჩინე, ვფიქრობ, რომ დანაშაულია, ამიტომაც გადავწყვიტე ამ პიროვნებისადმი თემა მიმეძღვნა. ჩემთვის პირადად ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, თავის ცხოვრების განმავლობაში მან შესძლო არაერთი დიდი ნაწარმოების შექმნა, მის ყველაზე დიდ მიღწევად "სასაკლაო ნომერი 5 ან ბავშვების ჯვაროსნული სვლაა" მიჩნეული, თუმცა მე პირადად ერთი ორ რომანს მასზე წინ დავაყენებდი, ხოლო "ტიტანის სირენებს" პირველ ადგილს მივუჩენდი. რთულია ვონნეგუტი რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, ეს არც ფანტასტიკა კლასიკური გაგებით, არც რამე სხვა, ეს ღრმა სატირაა, რომელიც მარტივი ენით და უბრალო წერის მანერით გიპყრობს და რთულ რამეებზე გაფიქრებს. კითხულობ, ბევრს იცინი, მერე კიდევ ფიქრდები, 80-იანებში ამ ადამიანს დეპრესია დაემართა, დიდხანს ვერ გამოდიოდა, თუ მის ნაწარმოებებს ჩავუღმავდებით მივხვდებით, საიდან მოდის ეს გრძნობა. მოკლედ დავიწყოთ ამ ადამიანზე და მის ნაშრომებზე საუბარი და დრო და დრო გავამდიდროთ.
--------------------
http://lobzhanidze.wordpress.com
|