#8558763 · 17 Feb 2008, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტგანყოფილების ჲუზერთა აზრი მაინტერესებს ერთ საკითხზე.
აქ ხშირად ვხვდები ქცევას, რომელიც ჩემთვის პირადად გაუგებარია. ადამიანი აყალიბებს თეზისს, რომლის მართებულობის დამტკიცება პრინციპულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ამ ფორუმის პირობებში. შემდეგ ის ცდილობს ამ თეზისის საკუთარ და სხვის აზროვნებაში ჩანერგვას ყველანაირი მეთოდებით, დაწყებული მჭერმეტყველებით და დემაგოგიით და დამთავრებული ტყუილებით და ოპონენტების ლანძღვა-გინებით.
დამეთანხმეთ, აქაური პოსტების საკმაოდ დიდი ნაწილის გაყვანა შეიძლება ამ კატეგორიაში თავისუფლად.
მე პირადად აქ საწინააღმდეგო მიზეზით შემოვდივარ - უამრავი საკითხია თანამედროვე პოლიტიკაში, რომელშიც გარკვევა მიჭირს, ან კიდევ უარესი - მგონია რომ გარკვეული ვარ, სინამდვილეში კი მკაფიო მტკიცებულებები არ გამაჩნია. ხოდა, აქ ვეძებ სხვის არგუმენტაციასაც და თვითონაც ვცდილობ სხვისი საწინააღმდეგო აზრისთვის მართებული კონტრარგუმენტები მოვძებნო.
არავის მინდა შევკადრო შეურაცხყოფა, მაგრამ აი ერთი გამაგებიეთ - ეს ხომ რელიგია არაა, ეს პოლიტიკაა, რაში ჭირდება ზოგიერთს ისეთი ჰიპოთეზების ბრმად დაჯერება, რომლებსაც ვერანაირად ვერ დაამტკიცებს? ან სხვები რატომ უნდათ ბრმად დააჯერონ ასეთ რამეებში? ან კიდევ რატომ ნიბღავენ თავიანთ პროპაგანდას ვითომ და დისკუსიის შემოთავაზებით?
მე არ მჯერა რომ ყველა ასეთი ხალხი დაქირავებული პროპაგანდისტია, ორივე მხარეს მეგულება ბევრი "იდეური" აგიტატორი.
ხოდა ეხლა რა მინდოდა მეკითხა. ჩემთვის მიუღებელია ისეთი თვალსაზრისის დანერგვის მცდელობა, რომლის კორექტული დასაბუთება შეუძლებელია, იქნება ეს ჯამაგირზე მყოფთა მხრიდან თუ უანგარო იდეოლოგიური მოსაზრებების გამო. თქვენთვის?
|