რაც მე მომესადაგება, ის პასუხი არ დევს აქ

ვხემძღვანელობდი პოლიტიკური პარტიის ერთ დიდ დანაყოფს და ამავდროულად სხვა საჯარო საქმიანობას ვეწეოდი, მარა რაღაც ეტაპზე ჩავთვალე საჭიროდ, რომ თავი დამენებებინა ამ ყველაფრისთვის გარკვეული დროით.
სანამ არ დაიხვეწებოდა თუნდაც პირველ რიგში პოლიტიკური კულტურა საქართველოში და სანამ მინიმუმ 4-5 ძალა არ იარსებებს ქვეყანაში ჩამოყალიბებული იდეოლოგიით და გრძელვადიანი პროგრამებით, წამოვედი ორივე სამსახურიდან და ეხლა თითქმის ერთი წელია სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. ვმუშაობ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობაშI და ამავდროულად მეცნიერულ ნაშრომს ვწერ, რომელსაც მალე ვამთავრებ
ვარ ცალსახად ხელისუფლების მხარდამჭერი(შორი გეგმების არქონის მიუხედავად) მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე 100%_ით ზუსტი გზით მიდის და უზადოა მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი თავისი არსით(რათქმაუნდა რეფორმებს აქვთ ხარვეზები, მაგრამ არა მკვლელი ხარვეზები. უმაგისოდაც არ შეიძლება) ამ გუნდმა აირჩია მიმართულება, რომელიც ღრმად მწამს, რომ "ეკლესიამდე მიგვიყვანს"
ყოველ ახალ ეტაპზე იგრძნობა პრეზიდენტის მხრიდან პროგრესი. თუნდაც მინისტრების თემა ავიღოთ, ახალი კაბინეტი, რადიკალურად განსხვავდება რევოლუციის შემდგომი პერიოდის მთავრობისგან. გაცილებით მაღალკვალიფიციურმა კადრებმა მოიყარა თავი კაბინეტში. პროგრამებიც უფრო დახვეწილი და ზუსტად გათვლი ჩანს ქვეყნის მომავლისათვის...
დარათქმაუნდა მტავარი: გუნდში ყველა ერთი დონის და აზროვნების სწორი მიმართვით ვერ გამოირჩევიან. პლიუს ამას, სიჭრელეც თავის დაღს ასვამს დიდ გუნდს...(სემია ბეზ უროდოვ...)... არ უნდა ვიყოთ იმ პოზიციაში ხელისუფლების მხარდამჭერები, რომ საკუტარ თვალში დირეს ვერ ვავმჩნევდეთ, სხვისაში კი ბეწვი მოგვიჩანდეს...
იმედი მაქვს, მალე მოვა დრო, როცა პირადად მე და ბევრ ჩემნაირი დავბრუნდებით საქართველოში აშკარა მონაწილეები ვიქნებით მიმდინარე პროცესებისა...
მეთანხმებით შეფასებაში ვინმე?
p.s. ფორუმზე კი ვანვიტარებ ყოველდღიურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ აზრებს და ამითი ვსწავლობ ერთგვარად ხელისუფლების და ოპოზიის დაშვებულ შეცდომებს...
სახალისოა ძალიან!!!
Thank you oh lord. For the white blind light.