არ გავჩერდები იმაზე, თუ რა მოხდა უკანასკნელი კვირების, განსაკუთრებით კი უკანასკნელი დღეების განმავლობაში. მხოლოდ ერთ ვიტყვი მოკლედ -- გაქვთ რეალური შანსი, რომ ინიციატივას მთლიანად დაეპატრონოთ. ამისთვის საჭიროა:
1. მოთმინება
2. მოთმინება
3. მოთმინება
ოპოზიციამ იგრძნო, რომ დრო მასზე აღარ მუშაობს, ამიტომ დაიწყო მოვლენების ფორსირება, რათა ნოემბრის მოვლენები ისევ განმეორდეს. გამყრელიძეც კი, რომლის მთავარი კოზირი მიტინგზე არგასვლა და კონსტრუქციული ოპოზიციის მანტია იყო, უცებ ხაზი გადაუსვა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ნაწვალებ როლს და უწყინარ სიტუაციაში მიტინგზე აღმოჩნდა -- ზუსტად ისეთ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებამ ტრადიცია დაარღვია და არაფერი განსაკუთრებული არ მიუქარავს (ნუ, ექიმ-ლიდერის პოლიტყნოსვა ყოველთვის ლეგენდარული იყო, მაგრამ ახლა რაღაც მორიგი მწვერვალი შემოეპყრო

).
უნდა ოპოზიციას წვალება?! ვერ მიიღებენ (და ამით გაწვალდებიან).
იყოს კარვები. დაე აქტივისტებმა თავიანთი კარვები დავითაშვილის და კუკავას ისპრაჟნენიებით შეათბუნონ. კარგიც კი არის, რუსთაველი რომ გადაიკეტება. ქალაქის ამ მნიშვნელოვან მაგისტრალზე დღეში, როგორც მინიმუმ, 20 000 მანქანა მოძრაობს... კი, ავტომობილისტების ხმებიც ხმებია... რომლებიც თუნდაც ისეთი ინტენსივობით აღარ შევა ოპოზიციონერების ყულაბაში. სახლში დარჩენილი ხმა კი ამ ეტაპზე თქვენი ხმაა. ნაწილი კი პირდაპირ თქვენ მოგცემთ ხმას და იტყვის, რომ ამათ სუყველას იმენნა მიშა ჯობია ისევ (და დაიგინებიან).
4. მოეშვით ცინიზმს
ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების შემხედვარე ამის გაკეთება ძალიან რთულია. მაგრამ ამ ეტაპზე ამის მიღწევა იმენნა აბიზალოვკაა! ერთ მაგალითს მოგიყვანთ. გაიხსენეთ სალომე ზურაბიშვილის დებატები ლადო გურგენიძესთან, სადაც ქალბატონმა სალომემ შუა კამათში აღნიშნა, რომ მას, როგორც მომავალ პრემიერს, სულ არ აინტერესებს ფისკალური პოლიტიკა. ამაზე ლადომ აგდებულად კი არ უპასუხა (რაც პრინციპში, სიტუაციის ადექვატური იქნებოდა), არამედ მიიღო გაოცებული სახე და შეიცხადა -- ოი მამაჯან ჩუნემ ხაიტარაკუმეეენ!! მის ტონში წყენაც კი იგრძნობოდა... ამ მომენტში ჩემს ირგვლივ მყოფმა ოპოზიციის მხარდამჭერებმაც კი დაიმორცხვეს და მითხრეს, სალომე მაგათ ისე ყავთ, ხო აზზე ხარო.
5. მაქსიმალურად გაწელეთ დრო
არანაირი რეალური დათმობები, რომელიც თქვენ სახელმწიფოს საზიანოდ მიგაჩნიათ. ნუ, ალკაზარ ბაღათურია უნდა გამოუშვათ, ამას წყალი არ გაუვა. ოღონდ ამის შესახებ ყველასაათიან კურიერში ხაზგასმით უნდა გამოაცხადოთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით ციხიდან გამოუშვით ბატონი ჯონდი ბაღათურიას ძმა, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის გამო იხდიდა სასჯელს. ცინიზმის გარეშე აქაც. ვიცი, ძნელია, ალკაზარ ბაღათურიაზე და მის გამოშვებაზე სერიოზულად ილაპარაკო, მაგრამ ეს იმენნა აბიზალოვკაა, როგორც უკვე ავღნიშნე.
6. პატარკაციშვილისგან ხელფასს ვინც იღებდა, ( 80 000 კაცი თუ რაღაც) , იმათ დობრად მოექეცით. სია რომ ჩაიგდეთ ხელში, ამას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. უბრალოდ გააგებინეთ, რომ ბიგ ბროზერ იზ ვოჩინგ ზემ და მორჩა. შეგიძლიათ მათ ათმეთაურებს დაურეკოთ და რამე დღესასწაული მიულოცოთ შესაბამისი ორგანოების სახელით. საკმარისია.
7. იმუშავეთ იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომლებიც თვალს აშკარად ჭრიან. ყური დაუგდეთ სოზარ სუბარს და ნაწილობრივ ახალგაზრდა იურისტებს. მაქსიმალური აქცენტი დააკეთეთ პროკურატორის გამოსწორებაზე.
8. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნუ ააჭრელებთ ქალაქებს რეკლამებით. ჯობია წითელი და ხუთნომრიანი ნივთების გამოშვებაზე დახარჯოთ მეტი ფული -- საწერი კალმები, ფეხბურთის და კალათბურთის ბურთები, სანთებელები, რვეულები, ბლოკნოტები და ბევრი ბუშტი.
დანარჩენს მერე მოვიფიქრებ. ამას სანამ შეასრულებთ, ოპოზიცია კვლავ განაახლებს საკვები პროდუქტების მიღებას და სტატუს ქვო კიდევ უფრო შეიცვლება. თავი დაანებეთ პაგალოვნა ყველა განსხვავებული მქონე პოლიტიკოსის მარგილიზაციას. ვერ ხედავთ წყიინთ! თან მათი რაოდენობა უკვე იმდენია, რომ კაროჩე. ნუ, ახლა არ მინდა ამ თემაზე ბევრი ბაასი. ეს უკვე შემდეგი ნაბიჯების ფარგლებში უნდა მოახერხოთ როგორმე.
ისე კი საქმეს მიხედეთ, საქმეს. არ გაქვთ თქვენ ჩემი იდიოტობების კითხვის ფუფუნება!