როგორ წარმოგიდგენიათ მონობის განმარტება?
ბატონყმობის?
რას გულისხმობდა ბატონყმობა შუა საუკუნეებში?
მოსავლის ნახევარს აძლევდი ბატონს? ასე იყო მგონი ხო?
დღეს თუ დაფიქრებულხართ სახელმწიფოს რამდენს უხდით რომ არსებობის უფლება გქონდეთ?

მოდით დავითვალოთ
დავუშვათ იმუშავეთ და დამქირავებელმა გადაგიხადათ ხელფასი 100 ლარი
აქედან 25% (25 ლარი) არის საშემოსავლი
დაგრჩათ 75 ლარი.
ამ ფულით წახვედით მაღაზიებში და იყიდეთ პროდუქტები, საჭმელი, ტანსაცმელი და ა.შ.
ამ თქვენი 75 ლარიდან 20% (15 ლარი) არის დღგ. ესეც სახელმწიფოში. დარჩენილ 60 ლარს იღებს გამყიდველი. იქიდან თუ მოგება აქვს ისიც იბეგრება, იბეგრება ასევე დივიდენდი, ხელფასიც (რომელიც უნდა გადაუხადოს მწარმოებელმა მუშებს) და კიდევ სხვა მცირე გადასახადები.
საბოლოო ჯამში საშუალოდ 50 ლარის ღირებულების (მწარმოებლის მოგების ჩათვლით) საქონლის საყიდლად მუშაობთ ორჯერ მეტს (რომ გამომიმუშავოთ 100 ლარი)
ანუ წელიწადში 6 თვე მუშაობთ სახელმწიფოზე და 6 თვე საკუთარ თავზე
ხო ასწორებს?