#8817535 · 13 Mar 2008, 17:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცნობი ვირუსის ეპიდემიას ჩინეთში სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა თბილისი. 13 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - ჩინეთის პროვინცია სიანგანში (ჰონკონგი) უცნობი ვირუსის ეპიდემია გავრცელდა - იუწყება ~ვესტი~. მათი ინფორმაციით, ვირუსი გაცილებით მწვავე ფორმას ბავშვებში იღებს, შედეგად უკვე 3 ბავშვი დაიღუპა. ექიმები მათი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფრინველის გრიპსა და ატიპიურ პნევმონიაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ მათ მოუწოდა, პანიკისგან თავი შეიკავონ. ამასთან, აღნიშნულ რაიონში სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი მოიწვიეს. საავადმყოფოებში გრძელდება ავამყოფთა გადაყვანა, ბოლო ინფორმაციით ამჟამად 200-მდე ბავშვია მოთავსებული. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დაიხურა საბავშვო ბაღები, დაწყებითი და სპეციალური სკოლები. ~ამ გადაწყვეტილებამ მშობლებში ნამდვილი პანიკა გამოიწვია~,-იუწყება საინფორმაციო სამსახური.
|