Kakhaარ ვიცი რამდენად სტანდარტულია, თუმცა აღიარებული რომ არ არის, ფაქტია

სტანდარტი ალბათ არის, რადგან საქართველოში დაამტკიცეს თავის დროზე, მაგრამ როგორ ჩავთვალოთ სტანდარტად, როდესაც სახელიც კი არ გააჩნია? თუ კოდირებას სახელიარ გააჩნია, რომელსაც გვერდის წყაროში მიუთითებ, მაშინ ეს სტანდარტი მხოლოდ სარეგისტრაციო უწყებაში არსებობს .
გავრცელებას რაც შეეხება, იგი არცერთ საერთაშორისო ორგანოში არ არის რეგისტრირებული (იანაშიც კი არა რის), ასევე არცერთ პროდუქტს მისი მხარდაჭერა არ გააჩნია. ერთადერთი ლინუქსის დავაატებინე ადრე, როგორც კონვერტირების საშუალება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბრაუზერს მისი მხარდაჭერა გააჩნია.
მიეწერება, ეკრანზე ქართულად ვერ გამოჩნდება, თუ საგანგებო შრიფტს არ ჩაწერს მომხმარებელი (ისიც უხარისხოსა და სხვადასხვა პლატფორმებზე ნაკლებად გავრცელებულს), გვერდზე ტექსტს მომხამრებელი ვერ მოძებნის საგანგებო კლავიატურის დრაივერების გარეშე, ქართულად ზოგიერთ ბრაუზერში საერთოდ არ გამოჩნდება, ფორმულარის და რამდენიმე html-ის ელემენტებში ქართული არასრულყოფილად გამოჩნდება. რაც მთავარია, ვერცერთი საძიებელი სისტემა გვერდის ტექსტს ქართულად ვერ დააარქივებს და მოძებნა და გვერდის პოვნა შეუძლებელი იქნება.
ან რა სტანდარტი ეგ არის, თითქოსდა ინტერნეტისათვის შეიქმნა და ოფიციალურად სპეციფიკაციაც კი არსად გამოქვეყნებულა

მართალი ხარ, ხალხს ალბათ ვერაფერში შევედავებით, შესაბამის ორგანოებს უნდა ეზრუნათ ფურცელზე მიღებული სტანდარტის დანრგვაზე და პროდუქტებში და საერთაშორისო ორგანოებში აღიარებაზე, რაც არ მოხდა. თუმცა, დღეს როდესაც ვებმასტერი გვერდს აკეთებს, ალბათ ქართული ენის კომპიუტერში გამოსახვის შესახებ მეტის ცოდნა მართებს, თუმცა შეიძლება ვცდები.
8-ბიტიანი კოდირების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, და შეიძლება ზოგიერთ სიტუაციაში (მაგ. მონაცემთა ბაზებში ადგილის დასაზოგად) პრაქტიკული იყოს მისი გამოყენება, მაგრამ ვებგვერდის ინტერფეისში ნამდვილად არაფერი ესაქმება ამ კონკრეტულ კოდირებას

საერთოდ არასტანდარტული კოდირებები ნამდვილად კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, და აი მაშინ მეც შევიტან ჩემს წვლილს:
http://www.nightshow.ge/ This post has been edited by Aiet on 3 Aug 2005, 14:21