OLO-212გეტყვი ეხლა რა ხდება. სხვა ბანკების პირობები არ ვიცი, მაგრამ რესპუბლიკას აქვს ასეთი სესხი "ფორმულა 1" (მაგადი სახელია

).
პროცენტი მეორადი მანქანისთვის იწყება წლიური 17 პროცენტიდან (კლებადი პროცენტია და საერთო ჯამში ერთ წელიწადში გამოდის თანხის 9 პროცენტი).
ვადა მეორად ავტომობილებზე მაქსიმუმ 5 წელი;
პირველადი შენატანი (თანამონაწილეობა) მანქანის ღირებულების 20% თუ ეს მანქანავე ჩაიდება გირაოში. თუ გირაოში ჩადებ უძრავ ქონებას (მაგ. სახლს) პირველადი შენატანი საერთოდ არ არის საჭირო და ბანკი მანქანის ღირებულების 100% მოგცემს სესხად;
მინიმალური ხელფასი 200 ლარი
სესხის თანხა დამოკიდებულია ხელფასის (სხვა დამატებითი დასაბუთებული შემოსავლების) ოდენობაზე. ნუ, 200 ლარით სადღაც 500 დოლარს თუ მოგცემენ მარტო

შესაძლებელია თანამსესხებლობაც (ცოლ-ქმარმა, და-ძმამ, ძმა-ძმამ, მამა-შვილმა და ა.შ

) შეიძინონ ერთად. ეს იმითია კარგი, რომ ორივეს ხელფასით საერთო ჯამში მეტი თანხის აღებას შეიძლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ლინკს:
formula 1 ან დარეკეთ ბანკი რესპუბლიკის 24 საათიან ქოლცენტრში ნომერზე 925555 (სხვათაშორის ქოლცენტრი მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე

)
მოკლედ მაგადი ბანკია და პირობებიც ჯიგრულია
This post has been edited by poseidony on 3 Feb 2008, 00:26