ლილიანა კავანი - იტალიელი კინორეჟისორი, დაიბადა 1933 წლის 12 იანვარს.
რეჟისორი, რომელიც კარგა ხნის მანძილზე "სალაპარაკო" თემა იყო ყველასათვის, რომელიც "ყელში" და "თვალში" ეჩხირებოდა და ეჩხირება ბევრს თავისი ახირებულობის გამო. კრიტიკოსები ან გიჟდებიან მასზე, ან კიდევ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ... "საშუალო" დამოკიდებულება იშვიათია.
ფილმოგრაფია:
1. "რიპლის თამაში" Ripley's Game (2002) aka Il Gioco di Ripley (Italy). პატრისია ჰეისმიტის ცნობილი დეტექტიური რომანების სერიის მორიგი ეკრანიზაცია. მთ. როლში ჯონ მალკოვიჩი.
2. "სადა ხარ? მე აქ ვარ!" Dove siete? Io sono qui (1993) aka Where Are You? I'm Here . ფილმი დედაზე, რომელიც ვერაფრით ვერ ეგუება შვილის სიყრუეს და უარს ამბობს მის სპეციალურ სკოლასი გაგზავნაზე.
3. "ფრანჩესკო"/ "ფრანცისკ ასიზელი" Francesco (1989) aka St. Francis of Assisi. ჰესეს რომანის ეკრანიზაცია. მთავარ როლებში მიკი რურკი და ჰელენა ბონემ კარტერი (რურკი ფრანცისკ ასიზელის როლს ასრულებს!!! ჩემთვის სრულიად მოულოდნელად - გადასარევი შესრულებაა)
4. "ბერლინური რომანი" The Berlin Affair (1985) aka Interno berlinese (Italy) კავანის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ფილმად ითვლება. მოქმედება 1938 წელს ხდება... როგორც ხშირად, კავანი აქაც ფაშიზმის თემას უტრიალებს... "გერმანული ტრილოგიის" ბოლო ფილმი.
5. "კარს უკან" Oltre la porta (1982) aka Beyond Obsession (USA: video title). უჩახლართულესი სიუჟეტი, რთული და გაუგებარი სასიყავრულო ისტორია, ერთი-მეორეზე ცნობილი მსახიობების ცვენა: მარჩელო მასტროიანი, მიშელ პიკოლი, ტომ ბერენჯერი და მათი არაჩვეულებრივი პარტნიორი მსახიობი ქალი: ელეონორა ჯორჯი.
6. "ტყავი" La Pelle, (1981) aka Peau, La (France) როლებში: მარჩელო მასტროიანი, კლაუდია კარდინალე და სხვ. ისევ და ისევ კავანის საყვარელი თემა: 1944 წელი, ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი. სუსტი ნერვების პატრონებს ვთხოვთ, ამ ფილმს მოერიდონ

სავსეა უკიდურესად ნატურალისტური, მძიმე სცენებით. კავანის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, სწორედ რომ მისი სკანდალურობის წყალობით.
7. "კეთილსა და ბოროტს მიღმა" Al di là del bene e del male (1977) aka Au-delà du bien et du mal (France) . კავანის "გერმანული ტრილოგიის" მეორე ფილმი (1."ღამის პორტიე", 3."ბერლინური რომანი"). ვისაც ფილმი არ უნახავს, წინ დიდი სიურპრიზი ელის: ფილმში ფრიდრიხ ნიცშეს როლს ასრულებს ინგბარ ბერგმანის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, ერლენდ იუსეფსონი ("ოჯახური ცხოვრების ქრონიკები", ტარკოვსკის "მსხვერპლშეწირვა"). ფილმში მოთხრობილია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ (ნიცშე - ლუ სალომე - პაულ რეე). ლეგენდარული ლუ სალომეს როლს არაჩვეულებრივად განასახირებს დომინიკ სანდა. სუსტი ნერვების პატრონებმა აქაც შეიკავონ თავი, ფილმი სავსეა ძალადობის ნატურალისტური სცენებით. კავანი ისევ აგრძელებს პერვერსიისა და ფაშიზმის იგივეობის თემის კვლევას. გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს ფილმი შედევრია
8. "ღამის პორტიე" - Il Portiere di notte, (1974) aka The Night Porter (USA) . ლილიანა კავანის ყველაზე გახმაურებული ფილმი. "გერმანული ტრილოგიის" პირველი ნაწილი. მთავარ როლებში დერკ ბოგარდი და შარლოტ რემპლინგი. მეორე მსოფლიო ომი 13 წლის წინ დამთავრდა. საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი ებრაელი ქალი (რემპლინგი) შემთხვევით გადაეყრება თავის ჯალათს (ყოფილი ნაცისტის როლში - ბოგარდი). მათი ურთიერთობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სადო-მაზოხისტური ტანდემი ამ შეხვედრის შემდეგაც აღდგება. კავანის შემდგომი ფილმებისგან განსხვავებით, "ღამის პორტიე" ნაკლებად გამოირჩევა სასტიკი სცენებით, თუმცა, ესეც რომ არ არის საბავშვო ფილმი, ადვილი მისახვედრია. ჩემი პირადი, უკიდურესად სუბიექტური შეფასებით, ეს ფილმი ნამდვილი შედევრია.

ორივე მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს. ოპერის სცენა კი (როცა რემპლინგისა და ბოგარდის გმირები ერთმანეთს "ზვერავენ") კინოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესია (იმჰო)
გადმოქაჩეთ აქედან:
http://gol.ge/index.php?cat=movies&details...ღამის 9. "მილარეპა" - Milarepa (1974) ამ ფილმზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, არა მaქვს ნანახი...

თუმცა, მოკლედ: ეს სწორედ ის მილარეპაა, ცნობილი იოგი... ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ფილმია ვიზუალურად...
10. "სტუმარი" L'Ospite, (1972) აქაც ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მთავარ როლში ლუჩია ბოზე
11. "კანიბალები" I Cannibal (1970) - ანტიგონეს მითის თანამედროვე გადათამაშება. მძიმე სცენები - იცოცხლეთ

კავანი თითქოს ეთამაშება მაყურებელს, "აბა, რამდენის გაძლება შეგიძლიათ?"
კავანის მანამდეც აქვს გადაღებული რამდენიმე ფილმი, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, უბრალოდ, ძალიან რთულია

ბოდიშს ვიხდი მათი გამოტოვებისთვის.
მოპოვებული ჯილდოებისა და ნომინაციების ძალიან მოკლე სია: (IMDB-მ მეტი ვერ გაიმეტა
http://www.imdb.com/name/nm0146960/awards მასალები ლილიანა კავანის შესახებ ჟურნალიდან "Senses of Cinema".
http://www.google.com/u/AHCCA?q=Liliana+Cavani და რამდენიმე რეცენზია მის ფილმებზე:
http://www.channel4.com/film/reviews/person.jsp?id=26443 ლილიანა კავანი - ქალი, რომელმაც მსოფლიო არაერთგზის ჩააგდო შოკში, ასე გამოიყურება:
This post has been edited by Contralto on 3 Aug 2006, 18:40
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.