#8643857 · 25 Feb 2008, 09:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«თუკი აფხაზებისთვის შეიძლება ავტონომია, რატომ არ შეიძლება სომხებისთვის»
რას აცხადებს სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი
გასულ კვირას ჩვენს მეზობელ სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვების არანაკლები შანსი ჰქონდა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ლევონ ტერ პეტროსიანს. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სომხეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვან ოვანესიანია. ამ უკანასკნელმა ჩვენს მკითხველს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 1999 წელს მოსკოვში სწორედ მან წამოაყენა ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი. ოვანესიანი საყოველთაოდ რადიკალურად ცნობილ პარტიას «დაშნაკცუტუნს» ხელმძღვანელობს. ამ პარტიას თავად სომხეთში სექტას ადარებენ, თუმცა ამ ე.წ. სექტას სომხეთის პარლამენტში 16 დეპუტატი ჰყავს, რომელიც საკმაოდ დიდი ძალაა. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პარტია «დაშნაკცუტუნს» დასაყრდენი ჯავახეთსა და აფხაზეთშიც ჰყავს, რაც ინტერვიუს დროს ვან ოვანესიანმაც დაგვიდასტურა:
- სომხეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რაშიც ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ცხადია, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სომხეთის წინააღმდეგ იყენებენ(?!). არადა საქართველოს აქვს შესაძლებლობა სომხეთი აზიის დერეფნად გამოიყენოს, რითაც მოგებული დარჩება ორივე ქვეყანა. მაგალითად, არ მესმის ყარსი-ახალქალაქის პროექტის მნიშვნელობა. გასაგებია რატომ გამოეთიშა ამ პროექტს სომხეთი, მაგრამ არ მესმის, რა ეკონომიკური სარგებლობის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის. ცხადია, რკინიგზას თურქეთი გააკონტროლებს, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის საბაბით შესაძლებლობა ექნება თავისი ძალოვანი დანაყოფი შეიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ახალქალაქში. იქ კი სომხური დასახლებაა. აქ მცხოვრებნი სწორედ თურქეთის გენოციდს გამოექცნენ. ჩნდება კითხვა, რა მოხდება ამ მოსახლეობასა და თურქ სამხედროებს შორის? გარწმუნებთ, კარგი არაფერი.
- საქართველოში თქვენ გიცნობენ იმ ადამიანად, ვინც მოითხოვს ჯავახეთისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებას...
- საქართველოში მრავალი ეთნიკური უმცირესობაა. ყველაზე მეტი ეთნიკური სომეხი კი დასახლებულია ჯავახეთის რეგიონში. ახლახან საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს შესთავაზა ფართო ავტონომია. ჯავახეთში ყველა ის კრიტერიუმია, რაც არის აფხაზეთში. თუკი აფხაზებისთვის შეიძლება ავტონომია, რატომ არ შეიძლება სომხებისთვის. ვადასტურებ ჩემს შეხედულებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გაუგებარია, რა მიზეზით არ ენიჭება ჯავახეთს ავტონომიის სტატუსი. შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში სომეხთა უფლებები შელახულია, ეთნიკურმა სომხებმა საქართველოში თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც თავიანთ სახელმწიფოში.
- ლაპარაკობენ, რომ პარტია «დაშნაკცუტუნს» სერიოზული დასაყრდენი ჰყავს ჯავახეთშიო.
- ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ მოგეხსნებათ, ერთი პარტიის წარმომადგენლობა მეორე ქვეყანაში არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ასევე ორგანიზაციებიც. ჩვენ არ ვმალავთ ამას.
- აფხაზეთშიც გყავთ მხარდამჭერები?
- აფხაზეთში ჩვენი დიასპორა დიდია. თავად იქ მცხოვრებმა სომხებმა გამოთქვეს ჩვენთან ურთიერთობის სურვილი, ჩვენ კი მზად ვართ ყველა მათ ინიციატივას ვუპასუხოთ.
აფხაზეთიდან ხშირად ადგილობრივი მეწარმეები შემოწირულობას გვიგზავნიან, ჯავახეთის ორგანიზაციებს კი პირიქით, ჩვენ ვუგზავნით შესაწირს.
- ანუ აფინანსებთ.
--------------------
"1984" http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1938&order=1.1#
|