მაღლივი ჩვენი ტკივილი
მაღლივი ჩვენი დარდია
მაღლივი ლექტორის კივლი
მაღლივი ჩვენით ანთია
ვამთავრებ სკოლას მოვიდა ის დროც
როდესაც ყველა ერთ რამეს ფიქრობს
რა უნდა გავხდე მე მომავალში
რომ სამშობლოსთან არ დავრჩე ვალში
გამოცდებია წინ ეროვბული
როგორც ამბობენ ძალიან რთული
ყველა სწავლობს თავს აკლავს წიგნებს
მე ვერ ვიძინებ რა ვუყო ფიქრებს
ვგრძნობ რომ მაგრად მაქვს მე დარხეული
არც წიგნი მინდა აღარც რვეული
სხვა რამით ვიყავ იმ დროს სნეული
ქალი მიყვარდა, ქალი წყეული
ტანჯვით დავწერე ოთხი გამოცდა
ამის შემდეგ მალე გამოჩნდა
მალე გავიგე რომ ჩავირიცხე
ძველი დარდები მე დავივიწყე
ეს გამისწორდა ძალიან მაგრად
კი გამისწორდა, კარგია მაგრამ
მაშინ მომიკვდა ყველა იმედი
როცა მაღლივში პირველად მივედი
მაღლივი ჩვენი ტკივილი
მაღლივი ჩვენი დარდია
მაღლივი ლექტორის კივლი
მაღლივი ჩვენით ანთია
აქ რა მინდოდა ღმერთო მითხარი
აზრი არ არის არავითარი
აქ რა ჯანდაბა მინდოდა ნეტავ
გვირაბის ბოლოს შვებას ვერ ვხედავ
ჩემი გულის ნადებს ვერავის ვანდობ
და დიდი სიმწრით ერთ რამეს ვამბობ
იმ დღეს დაეცეს ნეტავი მეხი
როცა მაღლივში შემოვდგი ფეხი
მაღლივი ჩვენი ტკივილი
მაღლივი ჩვენი დარდია
მაღლივი ლექტორის კივლი
მაღლივი ჩვენით ანთია
http://files.ge/file/203948/-Files-GE--maglivi-mp3.html