შპს რეგისტრაცია - რა არის საჭირო ამისთვის
1. საწესდებო კაპიტალი (მინიმუმ 200 ლარი)
2. იურიდიული მისამართი (თანხმობა ფართზე)
3. დოკუმენტაცია (წესდება, კრების ოქმი, ხელმოწერის ნიმუში განაცხადი)
4. სახელმწიფო ბაჟი.
1.
საწესდებო კაპიტალი შპს-ს მინიმუმი საწედებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს. საწყისი კაპიტალი ფორმირებული უნდა იქნეს მხოლოდ ფულადი სახით ასე რომ უნდა იშოვოთ მინიმუმ ორასი ლარი.გახსოვდეთ რომ პარტნიორთა შენატანები უნაშთოდ უნდა იყოფოდეს 10 ზე.
2.
იურიდიული მისამართი შპს-ს ესაჭიროება იურიდიული მისამართი, რისთვისაც საჭიროა თანხმობა ქონების მესაკუთრისგან რომ მისი მისამართი გამოიყენეოთ თქვენ იურიდიულ მისამართად. (თანხმობა ფართზე). თუ თქვენ თანხმობას იღებთ ფიზიკური პირისაგან მაშინ საჭიროა თანხმობის ნოტარიალურად დამოწმება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის. საკმარისია თანხმობა შედგენილი იყოს იურიდიული პირის ბლანკზე, მას ხელს აწერდეს დირექტორი და ერტყას ბეჭედი.
3.
დოკუმენტაციაგახსოვდეთ რომ ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებული. წესდება, პარტნიორთა კრების ოქმი, ხელმოწერის ნიმუში, (სასურველია ხუთი ეგზემპლარი) ნებისმიერი ნოტარიუსი გაგიკეთებთ ამ ყველაფერს თუ გსურთ თქვენ თვითონ გააკეთოთ, აქვე ნახავთ ჩარჩო ვარიანტებს
4.
სახელმწიფო ბაჟიშეადგენს 160 ლარს, ეს თანხა გადაიხდება ბანკში, იურიდიული მისამართის, ანუ რაიონის მიხედვით, განსხვავებულ საბანკო ანგარიშებზე.
ეხლა გადავიდეთ თვით რეგისრაციის პროცესზე
ე.ი. მოქმედება პირველი: დოკუმენტაციის მომზადება და მისი ნოტარიალურად დამოწმება. ვამზადებთ დოკუმენტებს (წესდებას, კრების ოქმს, და ხელმოწერის ნიმუშს) და მიგვაქვს ნოტარიუსთან, რომელიც ამოწმებს მასზე ხელმოწერებს სინამდვილეს ანუ დაფუძნებელი პარტნიორ(ებ)ი და დირექტორ(ებ)ი აუცილებელია მივიდნენ ნოტარიუსთან და მისი თანდასწრებით მოაწერონ ხელი აღნიშნულ დოკუმენტებს. ყველა პირმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამდასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასპორტი). ნოტარიუსის საზღაური შეადგენს დაახლოებით 50 ლარს.
მოქმედება მეორე:საბანკო ფორმალობები მას შემდეგ რაც დოკუმენტაცია მზადაა (უკვე ნოტარიალურადაცაა დამოწმებული) მივემართებით ბანკში სადაც ვხსნით დროებით ანგარიშს.
დროებითი ანგარიშის გასახსნელად ბანკი მოგთხოვთ შემდეგ დოკუმენტებს:
წესდების ერთ ეგზემპლარს, კრების ოქმის ერთ ეგზემპლარს, დირექტორის ხელმოწერის ნიმუშს.
მას შემდეგ რაც გახსნით დროებით ანგარიშს შეგაქვთ თანხა, იმდენი რამდენსაც შეადგენს საწედებო კაპიტალი. თანხის შეტანის შემდეგ ბანკს თხოვთ ცნობას საწესდებო კაპიტალის შევსების შესახებ. რომელსაც ბანკი მოგცემთ სულ რამდენიმე წუთში (ზოგ ბანკში ეს ფასიანია, ზოგან უფასო). დრო რომ არ დაკარგოთ იქვე ბანკში იხდით სარეგისტრაციო ბაჟს 160 ლარს. ამის შედეგ უკვე ყველა ამ საბუთით მიდიხართ საგადასახადო ინსპექციაში. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია მდებარეობს ორთაჭალაში, გულუას ქუჩა # 4 ში
მოქმედება მესამე: სახელმწიფო რეგისტრაციასახელმწიფო რეგისტრაციას ახდენს საგადასახდო ინსპექცია. ტერიტორიული პრინციპის მიხედვით. რა საბუთები გჭირდებათ რეგისტრაციისთვის:
1. წესდება 2 ცალი.
2. პარტნიორთა კრების ოქმი
3. დირექტორის ხელმოწერის ნიმუში
4. თანხმობა ფართზე
5. ცნობა ბანკიდან საწესდებო კაპიტალის შევსების შესახებ
6. მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
7. სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (მოგცემენ იქვე) საბუთების ჩაბარებიდან სამი დღის შემდეგ თქვენი შპს რეგისტრირებული იქნება და აიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელ საბუთს.
შემდეგ მიდიხართ ისევ ბანკში, სადაც გახსენით დროებითი ანგარიში, მიგაქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ დამოწმებული წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და სხვა საბუთები. ბანკიდან საგადასახადოში გაიგზავნება ცნობა იმისა რომ დროებითი ანგარიში იქცა მუდმივ ანგარიშად, დაახლოებით 3 დღეში ეს დარეგისტრირდება და უკვე შეგეძლებათ ისარგებლოთ თქვენი შპს-ს ანგარიშით.
ამზადებთ ბეჭედს, ბლანკიან ქაღალდებს და ა.შ.
მნიშვნელოვანი შენიშნიშვნა ფულადი სახით საწესდებო კაპიტალით დაფუძნების შემთხვევაში, აღარ არსებობს რეგისტრაციისას, შენატანების დამადასტურებელი დოკუმენტების ასევე შენატიანის განხორციელების ვალდებულება
ასე რომ შეგიძლიათ ნოტარიუსის შემდეგ პირდაპირ საგადასახადოში წახვიდეთუფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ასევე თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით,
მაგალითად როგორიცაა ცვლილებეის შეტანა შპს ში,
ასევე დაგჭირდებათ წესდების, პარტნიორთა კრების ოქმების ნიმუშები მობრძანით ამ შპს-ეს რეგისტრაცია, მანუალი თემაში
საწარმოთა შედარებები შეგიზლია ნახოთ აქ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, რომელი ავირჩიოთ ? This post has been edited by otucho on 29 Feb 2008, 00:36