მოკლედ აქ გაეცნობით გამოწერის ძირითად წესებს, ასე ვთქვათ, იქნება შესავალი და შემდეგ კი დისკუსიები.
გამოწერისათვის თავიდან მთავარია დარეგისტრირება (თუმცა აუცილებელი არაა) იმიტომ, რომ უფრო იოლია შემდგომში ნივთების ჩაყრა კალათაში, Wish List-ში შენახვა და ა.შ.
ცხრილები გზავნის თანხებით დაიდება ქვემოთ.
რეგისტრაციისათვის საჭიროა იცოდეთ ქალაქი, ქვეყანა სადაც ცხოვრობთ

ზუსტი მისამართი, საფოსტო ინდექსი (09 -ში დარეკვით, თუ არ იცით) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა! რეგისტრაციისას აარჩევთ საერთაშორისო ანკეტის ფორმას (მოცემულია ოპციებში)
შემდეგ როდესაც არჩევთ, დებთ კალათაში და ამოწმებთ არის თუ არა ნივთი in-stock. თუ არის backordered ცვლით ფერს ან ზომას და თუ მაინც არ არის in-stock აღარ იწერთ.
რაც შეეხება გადახდის სისტემას, ხდება საკრედიტო ბარათის საშუალებით. სასურველია ვიზა კლასიკი ან მასთერქარდი. (ვიზა კლასიკი ჯობია) უნდა შეიყვანოთ ბარათის ტიპი, 16 ნიშნა კოდი და ვადა. საბოლოოდ აჭერთ შეძენას და მალევე მოგდით ფოსტა შეკვეთის მიღების თაობაზე. რამოდენიმე დღეში მოვა მეილი გამოგზავნასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება სამწუხაროდ დაიგვიანოს და ნივთების მიღების შემდეგაც კი მოგივიდეთ.
გადამზიდი არის UPS 1.5 კგ-ზე მეტი ტვირთის შემთხვევაში და ჩამოდის 5/7 დღეში სახლში მოტანით. სასურველია ამანათს დაადოთ "შლოპანცი" ან ფეხსაცმელი, რომ გარანტირებულად ჩამოვიდეს UPS-ით. ხოლო მეორე არჩევანი არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ფოსტა, რომელიც გვეახლება 1-დან 1.5 თვის ფარგლებში.
განბაჟება ჭირდება 1500 ლარის ზემოთ ნივთებს (გზა არ იგულისხმება)
ერთგვაროვანი ნივთების შეკვეთა არამიზნობრივია, რადგან საბაჟო დააკავებს, როგორც სარეალიზაციოდ შემოტანილს.
1 ჯერზე სასურველია მხოლოდ 3 წყვილი ფეხსაცმლის გამოწერა!
გმადლობთ!
I ნაწილი This post has been edited by Kate789 on 2 Feb 2013, 01:49
Вилка и Джамчурчели Ltd.
O Tempora! O Mores!
-------------------------------
GET "LOST"!
Draco Dormiens Nunquam Titillandus
WWW.ZERE.GE