დავით ბაქრაძე: საქართველოს არ აქვს მტკიცე გარანტია, რომ ბუქარესტის სამიტზე MAP-ს მიიღებსთბილისი.26.02.08.”ჯი-ეიჩ-ენი”. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს მტკიცე გარანტია იმისა, რომ აპრილში დაგეგმილ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსს, ე.წ MAP-ს მიიღებს.
დავით ბაქრაძის თქმით, ამ თვალსაზრისით საქართველოს სირთულეები აქვს, თუმცა ბევრია დამოკიდებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების პოზიციაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს გარკვეული შანსი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ამის მყარი გარანტია არ არსებობს.
“ვერანაირი გარანტია, ბუნებრივია, ამ პროცესში ვერ იარსებებს. დღეს საქართველოს მართლაც აქვს შანს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი ე.წ. MAP-ი ბუქარესტის სამიტზე. ეს არის სამუშაო პროცესი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესში არის ბევრი სირთულე. ჩვენ გვყავს მოკავშირები და მეგობრები, რომლებიც ყველანაირად გვეხმარებიან, რომ საქართველომ უკვე აპრილში ბუქარესტში მიიღოს ეს სტატუსი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არის სირთულეები: მეგობრების გარდა, გვყავს არაკეთილმოსურნეები და ამიტომ ეს არის მიმდინარე პროცესი. შანსი არსებობს, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ალიანსის წევრი ქვეყნების განწყობაზე, ამიტომ ჩვენი მხრიდან რაიმე გარანტიის მოცემა არაკორექტიული იქნება”, _ განაცხადა ბაქრაძემ.
მაინც და მაინც ოპტიმისტური განცხადება არ არის