სისხლის სამართლის კოდექსის
მუხლი 281. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ, გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლში აღნიშნული პირებისა, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. (28.04.2006. N2937)
ტაკ: თუ ქვეითად მოსიარულე აუადგილო ადგილზე გადადის, და მძღოლი მართალია, უცხოეთში მძღოლს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩვენი მოძრაობის წესები (როგორც პატრული ამბობს) საერთაშორისო სტანდარტებითაა დაწერილი და იდენტურია გერმანიის წესებისა...
მაგრამ მე გადავქექე "კანონი უსაფრთხო მოძრაობის" შესახებ, "ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი" და "სისხლის სამართლის კოდექსი". არსად ჩვენი გასამართლებელი საბუთი არ არის. უფრო მეტიც:
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 127 მუხლი ამბობს, რომ:
მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა
მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა,
აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის
ძოვების წესების დარღვევა (23.06.2005 N 1753)1. ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.
2. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.“.
ეხლა რა გამოდის, ვისაც დაარტყავ, ის იხდის 30 ლარს იმისთვის რომ თავისი სხეულის დაზიანება მოყვა თავის უგუნურებას და მძღოლი მიდის ციხეში?
მსგავსი იდიოტობა ჯერ არ წამიკითხავს, მართლა არ წამიკითხავს

ხომ არ იცით, ვის ეხება ამ წესებში ცვლილება ?
This post has been edited by Lieder_Tim on 26 Feb 2008, 10:06