#10639961 · 3 Aug 2008, 20:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთმა მოქმედების ტქტიკა შეცვალა და ეს ძალიან საგანგაშო ფქტია!
ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები და მთელი ეს არუზაური გერმანიაში დაგეგმილი შეხვედრა რომ ჩაიშალოს იმიტომ ხდება. აფხაზებმა უკვე უარი თქვეს მოლაპარაკებებზე. სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმა ისეთნაირად იყო მონახაზში შექმნილი რომ ნებისმიერი მხარე რომელიც ყოველგვარი მიზეზების გარეშე უარს იტყოდა, საკუთარ თავს ამხელდა თავის ჭეშმარიტ ზრახვებში. რუსეთს მისი სურვილების საწინააღმდეგოდ მოუწია დათანხმებოდა ამ გეგმას. შედეგად რა მივიღეთ? რუსეთის თანხმობა, საქართველოს თანხმობა, აფხაზების თანხმობა მაგრამ მოგვიანებით აგვისტოს ბოლოსკენ მოლაპარაკებები დაწყებულიყო, მოიგეს დრო რათა მოეხდინათ კონფლიქტების ესკალაცია საბოლოო შედეგად უარი, რომ ეთქვათ მოლაპარაკებებზე, რასაც პრინციპში მოაღწიეს კიდეც და საკმაო ხანს გაგრძელდება. და ასე იქნება ყოველთვის როგორც კი სამშვიდობო მოლაპარაკებების საშიშროება გაჩნდება რუსეთისთვის.
P.S. ამ ეტეპზე შედეგებს თუ შევაჯამებთ, საკმაოდ არასახარბიელო სურათი გავქვს. რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს, ანუ თავის განცხადებებში გმობენ ძალადობის ფაქტებს, გმობენ საქართველოსიც და ოსების ქმედებებსაც. ამ მოკლე ხანში მოირგებენ ახალ სამასკარადო კოსტიუმს და მშვიდობის მტრედებად მოგვევლინებიან. ხოლო ყოველ მცდელობას მოლაპარაკებებისას უკვე არა საკუთარი არამედ სეპარატისტების ხელით უპასუხებენ კონფლიქტის ესკალაციით.
P.S.S. საბოლოოდ კი შევაჯამოთ რას მოელიან რუსები ყოველივე ამისგან და რა შეიძლება მივიღოთ ჩვენ. როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება გამახვილებულია სქართველოზე და აქ შექმნილ სიტუაციაზე, როდესაც სხვადასხვა დამკვირვებელთა მისიები გაძლიერებულია მსოფლიო საზოგადოების თვალში ფაქტებს ისე წარმოაჩენენ, რომ რუსეთი აბსოლიტურად ნეიტრალურია და რომ საქართველო მას ცილს სწმაებდა. საქართველოსვე აგორებულ ტალღას მის წინააღმდეგ შემოაბრუნებენ. არ მოხდება არანაირი შერეული სამშვიდობოებით ჩანაცვლება, დარჩებიან რუსები, მოახდენენ საბოტაჟს რომელსაც გამოიყენებენ საქართველოს ანექსიისათვის,(მინიუმ რამოდენიმე თავის სამხედრო ბაზას განალაგებენ ჩვენ ტერიტორიაზე, რაც ფაქტიურად იგივე ანექსიაა) ხოლო მსოფლიოს საზოგადოების თვალში მისი ეს ქმედება გამართლებული იქნება. ან დიდ სამხედრო დაპირისპირებაში ჩაითრევენ საქართველოს სეპარატისტებთან.
--------------------
[b] dorogie zakluchonnie, segodnia u nas budet diskotek... pulimiotchik gans proegraet dva novix diska.. [/b]
|