#8746898 · 7 Mar 2008, 04:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Морфик QUOTE | 2 დღეა რაც 1 ყურით მესმის ცუდად, ნახევრად! 
რა ვქნა? რისი ბრალია? 
წყალი არ ჩამსვლია!  |
ექიმთან უნდა მიხვიდე და ჩაგხედავენ ოტოსკოპით (ყურის გამოსაკვლევი ხელსაწყოთი) და დაადგენენ მიზეზს. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ე.წ. გამტარებლობითი სმენის დაქვეითება, როცა ჰაერის რხევების გატარება ნერვულ აპარატამდე შეზღუდულია და ამის ყველაზე ხშირი მიზეზია გოგირდით გარეთა ყურის ამოვსება. ხანდახან შუა ყურში ანთებითი სითხე შეიძლება დაგროვდეს და მაგან გამოიწვიოს ეგ. ეს მდგომარეობები ადვილი დასადგენია და ძალიან ადვილი სამკურნალოც. ოღონდ ექიმის გარეშე ვერ დაადგენ. შეგიძლია მოიცადო რამოდენიმე დღე და რაიმე ანტი-ჰისტამინური დალიო (მაგალითად ალეგრა, ზირტეკი, დიმედროლი) თუ სხვა რაიმე არ გაწუხებს სმენის დაქვეითების გარდა. თუ გადაივლის, ხომ კარგი და თუ არა მაინც ექიმთან დაგჭირდება მისვლა.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|