მოკლედ ბევრი ექშენი მქონდა ამ დღეებში და ახლა ჩამოვწერ ჩემი მოგზაურობების ამბავს. ვიხსენებ და გულს უხარია...
ტაილანდი
ბანკოკი: ახლა ვიცი რომ ეს ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურული ცენტრია. უამრავი ემიგრანტია თავმოყრილი: ბიზნესმენები, მოგზაურები, ბოზები, მუსიკოსები. ქალაქში ცხოვრება დუღს... მაშინ არ ვიცოდი.
პირველი გაჩერება khaosan road - გახსოვთ ფილმის the beach დასაწყისი? აი მანდ იწყება ყველა ტაილანდგამოვლილის თავგადასავალი. ბექპეკერები, ადგილობრივები, მასაჟის სალონები, კლუბები და ბარები, იაფი ჰოტელები, ტურ სააგენტოები, საღამოობით გართობა, ლოთობა, სექსი...
თვითონ ბანკოკი ტიპიური აზიური ქალაქია, დიდი, ცოცხალი, ზოგან ლამაზი, ზოგან მახინჯი. სანახავი არის: მეფის სასახლე, ბუდისტური მონასტრები, წითელი ფარნების ქუჩა თავისი სექს-შოუებით (რომელიც არ ვნახე, რამეთუ არ მაინტერესებს შეეტევა თუ არა ანანასი იქ სადაც არაფერი ესაქმება, ან როგორ კეთდება კოკა-კოლა კუსტარულ პირობებში)...
ჰაილაითები: ნუ khaosan road ვახსენე, იმპერატორის სასახლე, მწოლიარე ბუდა, რომელსაც აღარ მახსოვს რა ქვია, ბარი ვერტიგო ცათამბჯენის სახურავზე, ნავით მდინარეზე გასეირნება...


* * *
პატაია
ვისაც ოჯახი ჰყავს, ხმაური არ უყვარს, რუსებს ვერ იტანს, შიმეილოფობია ჭირს ან პრეზერვატივის გარეშე უყვარს სექსი, შეუძლია ეს ქალაქი გამოტოვოს. პრინციპში ყველას შეუძლია ეს ქალაქი გამოტოვოს, ვინც სექს ტურისტი არ არის. რამეთუ:
ქალაქი სავსეა სამივე სქესის ბოზებით
საღამოს ძალიან ხმაურიანია
სავსეა ხანიგა რუსი ტურისტებით, 300 დოლარად რომ ერთი კვირა დასვენება იყიდეს და თავი ღმერთები ჰგონიათ
ქალის და კაცის გარჩევა ძნელია, ბევრი ლუდის შედეგ მითუმეტეს
მეძავების უმრავლესობას შიდსი აქვს
პლიაჟი არ ვარგა და სანახავი არაფერია
ვისაც უყვარს ხმაურიანი გართობა, რუსებთან ერთად ლოთობა, ოჯახი არ ჰყავს, „მთავარია ძუძუ ჰქონდეს“ პრინციპით ცხოვრობს, იმათთვის პატაია კარგი ადგილია. ერთი ორი დღით მაინც. აღმოსავლეთის ამსტერდამია რა.
მე არ მომეწონა, რამეთუ:
ქალის და კაცის გარჩევა ძნელია და ქალის მაგივრად კაცი ავიყვანე ჰოტელში. კიდევ კარგი ჰოლში პასპორტი (ანუ დოკუმენტი და არა სხვა რამე) გაუსინჯეს და დაადგინეს რომ კაცია. რას მიპირებდა აზრზე არ ვარ
ქართულ პონტში გავუტიეთ და ვიჩხუბეთ.
მეორე დღეს გავიპარეთ ქალაქიდან და დავიძარით უკეთესი მომავლისკენ...
გაგრძელება იქნება


This post has been edited by München on 11 Apr 2013, 03:08