#62026631 · 20 Apr 2025, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ისრაელში. არაებრაელები ცალკე გაგვიყვანეს და დაიწყეს სათითაოდ დაკითხვა. ჩემთვის ექსპრომტ მოგზაურობა იყო და არაფერი დაგეგმილი არ მქონდა. დიალოგი ჩემთან ასეთი იყო: - რატო ჩამოხვედი? - რავი ბევრს ვმოგზაურობ და ისრაელის ჯერიც მოვიდა, მაინტერესებს სტუმრობა, თან მეგობარი მყავს ერთი ებრაელი. - რამდენი ხნით ჩამოხვედით? - წარმოდგენა არ მაქვს, 3-4-5-6 დღე, თუ მომეწონა მეტიც! - სად რჩები? - დღეს თელავივში და მეტი ჯერ არ ვიცი. - შენს მეგობარს რა ჰქვია, დაურეკე აბა!
დავურეკე ჩემს ებრაელ-ფრანგ მეგობარს, გატეხილი ებრაულით ელაპარაკა და ამის საფუძველზე შემიშვეს.
პ.ს. პალესტინაშიც გადავედი(ბეთლემში), და ისრაელის აეროპორტში მაგის გამო დამკითხეს წამოსვლის დროს. პ.პ.ს. იერუსალიმი არის მხოლოდ ის(ჩემი აზრით) რის გამოც ღირს მანდ ჩასვლა.
ქრისტე აღსდგა!
This post has been edited by ILIA1702 on 20 Apr 2025, 00:53
|