#9530799 · 8 May 2008, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიწყებ მოდერით.
ბ-ნო დათიკო, თქვენდამი რომ აქამდე არა "თანამდებობის" გამო, არამედ გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავდი, გაგიგიათ მგონი. რა სულმა გიკარნახათ არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე სხვადასხვა ტექსტის წამიშალეთ. ვიმედოვნებ, ღირსი ვიყავი. რაც შეეხება ბოლო წაშლას, გაოცებული დავრჩი თქვენი რეაქციით. შეგიძლია გადაამოწმო: ვინმე ალ ფაიდმა გაიშაყარა შემდეგნაირად:
"კათოლიციზმის მიმდევრები ლაპარკობენ ქართული მართლმადიდებლობის შეუსაბამობასთან ქრისტეს სწავლებასთან"
მე მას მოვუწოდე, რომ დაესაბუთებინა ეს სიტყვები ანდა უკან წაეღო. მან არ მიპასუხა და ამაზე მე ვუპასუხე, რომ ცრუობდა და თქვენ ეს წაშალეთ. გაოცებას დავმალავდი, რომ არა უკანასკნელი შემთხვევა:
| QUOTE | onavara QUOTE ესე იგი ხვალ ალბათ ახალი თემა გაიხსნება მამა თეოფილეს საიტის გათიშულობის მეორე დღე
კერგი რა.... მეტი საქმე აღარა გაქვს? წადი რა სიკვდილას ელაპარაკე პაპის პრიმატზე. biggrin.gif რამდენი თემა უნდა გაიხსნა ამ მალაქიაზე. უკვე აღარ არის არც სასაცილო და არც საინტერესო. |
მთელი ფორუმის წინაშე ვარ იძულებული გთხოვოთ, რომ დამიდასტუროთ, რომელ ჩემს პოსტში ნახეთ:
| QUOTE | | ესე იგი ხვალ ალბათ ახალი თემა გაიხსნება მამა თეოფილეს საიტის გათიშულობის მეორე დღე |
თუკი შეგეშალათ, მაშინ რა გამოდის ამ თემის შეჩერება შეცდომის ნიადაგზე ?!
გმადლობთ
გულახდილი პატივისცემით
|