მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო.
ერთი სამწუხარო განცხადება მინდა გამოვაქვეყნო და იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის

128-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს აღმოაჩნდა სიმსივნე. მას ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა სამწუხაროდ გართულებები გამოიწვია. ბავშვის ოჯახს ძალიან უჭირს და არა თუ შემდგომი მკურნალობის არამედ ჩატარებული ოპერაციის ფულიც არა აქვთ.
გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო აქცია "ყველა ერთისათვის". ვისაც გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ აქციას და დაეხმაროთ მე-8 კლასელ ბავშვს და მის ოჯახს გთხოვთ არ დაინანოთ თუნდაც თითო ლარი. როგორც ხედავთ ნამდვილად არა ვარ გუშინდელი იუზერი, საკმაოდ დიდი ხანია ფორუმზე ვარ და ღმერთმა დამიფაროს ასეთი ფაქტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად. თუ ვინმეს გსურთ მობრძანდით სკოლაში და თავად განახებთ პროექტს. აქცია აბსოლიტურად გამჭირვალეა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ თქვენი გაღებული თითოეული თეთრი მივა ბავშვის ოჯახამდე, რაც ძალიან დაეხმარება მათ.
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ
Emoney-ზე
ანგარიშის ნომერი:
360072075Emoney-ზე თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგნაირად:
1. emoney.ge-ს თქვენი ანგარიშიდან
2. OSMP-ს(მომენტალური გადახდების სისტემა) ავტომატებიდან, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილებში მდებარეობს.(ჩემთან სუპერმარკეტშია მაგალითად).
3. Standard Bank-დან:
< თქვენ უნდა მიხვიდეთ Standard Bank-ის ნებისმიერ ფილიალში.
< ფილიალში მიდიხართ კომუნალურების გადახდების განყოფილებაში.
< ეუბნებით ოპერატორს, რომ გინდათ eMoney-ში ანგარიშის შევსება და ეუბნებით ანგარიშის ნომერს 360072075
თანხის შევსება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. არ არის საჭირო Standard Bank-ში ანგარიშის გახსნა.
4.ProCredit Bank-დან:
თქვენ უნდა გააკეთოთ ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვა შ.პ.ს. "ახალი ფინანსური ტექნოლოგიები აფტ"-ს ანგარიშზე, შემდეგ რეკვიზიტებზე:
ბანკი პროკრედიტ ბანკი, ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი 220101922
მიმღები შ.პ.ს. "ახალი ფინანსური ტექნოლოგიები აფტ"
საგადასახადო კოდი 202376026
ანგარიშის ნომერი 360801011300103
დანიშნულება 360072075 ანგარიშის შევსება
თანხა შესავსები თანხა
ამ დღეებში ბანკში გაიხსნება ანგარიშიც და ანგარიშის ნომერსაც დავწერ დიდი მადლობა ყველას ვინც თითო ლარს მაინც გაიღებს ბავშვის დასახმარებლად.
This post has been edited by Scouser_dito on 7 Mar 2008, 13:35