საერთოდ, თუ დაიმსახურა, ერთი ორი სილა ან ხრეში.. არ აწყენს, არც ძმაკაცს.. 30 და 40 დოლარია თუ ლარის გულისთვის და საერთოდ ფულის გულისთვის კი, მითუმეტეს, თუ მასეთი დასაკარგი არ გყავს ბევრი, არ ღირს..
ითქვა: კრისა, კრისაა - გინდა 1 მოგპაროს, გინდა ათასი, იგივეა რაც ანდაზა, აქლემის და ნემსის ქურდზე..
ჩემი რჩევა რა იქნება? რაც აქ ბევრისგან ითქვა: პირველ რიგში უნდა პირდაპირ დაელაპარაკო.. გაარკვიო რა მოხდა.. რაც შეიძლება აიყვანე თავი ხელში და წყნარად ეცადე ესაუბრო.. ისე, რომ იგრძნოს, რომ მიხვდი.. ჩაიჭრა.. ბოდიში და მძღ..რი ჭამა.. წყნარად, მშვიდად.
შეცდომა ყველას მოსდის, ფულის გამო მითუმეტეს.. და თუ მდიდარია უფრო მითუმეტეს.. ხო, და ეცადე წყნარი გზით, ენით და საუბრით მოაგვაროთ.. დრო მიეცი, გულში ნუ ჩაიდებ.. შეცდომად ჩაუთვალე და დაეხმარე.. მაგ ადამიანს ეხლა დახმარება სჭირდება.
ხოდა, თუ გარტყმამდე მივიდა საქმე, იმისთვის გაარტყი, რომ აზრზე მოვიდეს.. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გაგიკეთა - საერთოდ, მთლიანობაში, გამოფხიზლდეს, გააგრძელოს კაცური ცხოვრება და შენთან კარგი მეგობრობა.
ცემით საქმე, რომ გვარდებოდეს.. თვითონ თუ არ იგრძნო დანაშაული, სხვაგვარად ვერ მოარჯულებ..
დრო მიეცი, ნუ დაკარგავ.. თუ იგივე განმეორდა ან მსგავსი.. მერე თავად უნდა გადაწყვიტო რაც ქნა.
-
მე მქონდა ამ ზაფხულს ეგეთი მომენტი.. ფულთან დაკავშირებით.. ოღონდ, საქმე იმაშია, რომ მომატყუა.. მაგრამ ვერ მომატყუა ბოლომდე..
საფრანგეთში ვცხოვრობ, თბილიში ვიყავი ჩამოსული.. რა თქმა უნდა ფული მქონდა.. ერთმა ძმაკაცმა, ბავშვობის მეგობარმა.. დამიგულა. ცოლი მოვიყვანე და ბორჯომში მივდიოდი დასასვენებლად, უკვე გზაზე ვიდექით.. და მირეკავს და მეუბნება: ჩვენი ორი ძმაკაცი, ავარიაში მოყვნენო.. მსუბუქად დაშავდნენო.. არა და 2 წუთის წინ იმ ძმაკაცს ვესაუბრე, ვიზეც ეს ამბავი მითხრა.. და ფულის თხოვნის მიზეზი იყო მთავარი, ის კი არა, რომ რა მოუვიდათ და როგორ..
მანქანაა გასაკეთებელი აუცილებლადო.. და ფული მომეცი ერთი 300 ევროო, მე მივცემ ჩვენ ძმაკაცს, მანქანას გააკეთებს და მე და შენ პონტში გაუსწორდებაო.. ბოლო, ბოლო აურ დაურია.. და მოიცადე მეთქი, გავუთიშე.. დავრეკე ძმაკაცთან და რა ავარია, რის ავარიაო..
ამ ჩათლახს კიდევ, 200 ევრო სათამაშო აპარატებში ქონდა წაგებული და 100 ევრო თავისთვის შერჩებოდა..
მივედი, იმ ძმაკაცებთან ერთად და ვილაპარაკეთ.. შეეშალა, იგრძნო.. ბოდიში მოიხადა.. ვერ გავბედე თქმა და ფულის თხოვნა, სათამაშო აპარტის გულისთვისო..
ძმურად ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ.. მოგვისმინა, გაგვიგო და დღეს ისევ კარგად, გემრიელად ვართ.. ღირსი იყო, რომ მოერტყათ ცოტა, ფულის დაგვიანებისთვის, მაგრამ ისინი თუ ცემდნენ, კარგად ცემდნენ.. ამიტომ მივეცი 200 ევრო.. და გავაფრთხილე, ჩემთან ფულზე საუბარს წამოიწყებ და და დამკარგავ მეთქი..
-
ერთი სიტყვით მთავარია შეიგნოს.. მასზეა დამოკიდებული.. თუ დიდი ხანია გიყენებს და ვერ ხვდებოდი, მაშინ არ ღირს.. შეეშვი, თუ შეცდომა მოუვიდა, აღიარა და იგრძნო, აპატიე..