საათებიც და აღმოსავლელი ქრისტიანები სინანულის სკოლაში შევაბიჯებთ, სკოლაში, სადაც ჩვენი დაცემულობის შემეცნებას გვასწავლიან, ჩვენივე არასრულფასოვნების გულწრფელ აღიარებასა და ნათელ სევდას...
წითელი კრეტსამბელი შავმა შეცვალა, ჯვარცმას თალხი გადაეფარა, საღვთისმსახურო სამოსელი ძაძებში შეიმოსა და შენდობის დღით, მარხვის სურნელება უკვე იგრძნობა...
დღე, როდესაც უნდა გავჩერდეთ და ვთქვათ - მე დავაშავე ღვთისა და ადამიანების წინაშე, მე ვაწყენინე მოყვასს, მე ცოდვილი ვარ...
ყოველგვარი სიყალბისა და სულელური ფარისევლობის გარეშე, ვითხოვ შენდობას... ჩემი თითოეული პოსტი სავსეა იმით, რაც ქრისტესთვის მოსაწონი არ იქნებოდა... სავსე ვნებით, ამპარტავნებით, ჭკუის სწავლებისა თუ პედანტიზმის მაგალითებით... ვუყურებ მათ და ვფიქრობ; რას ვიზავდი სხვას რომ ამგვარ ტონალობასა და განწყობაში ეპოსტა? ალბათ არ მომეწონებოდა

მე ძალიან ცუდი ქრისტიანი ვარ, ძალიან ცუდი მაგალითი იმისა, რასაც ქრისტე ქვია... და ეს რელობაა...
შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი უმწეობა და სისუსტე, მიუხედავად მსოფლმხედველობრივი ბარიერებისა ყველა ძალიან მიყვარხართ და ძალიან შეგეჩვიეთ....
ქრისტიანებო - ვასწავლოთ ერთმანეთს სიყვარული და სიმდაბლე, უშფოთველობა და სიმშვიდე, გულწრფელობა და სიხარული

რაითა ერთობით, სიყვარულითა და სინანულით, ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ამენ!