დენიელ კიზი (ინგლ. Daniel Keyes; დ. 9 აგვისტო,
1927 - გ. 15 ივნისი,
2014) — ამერიკელი მწერალი. ალბათ ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებების - "ყვავილები ელჯერნონისთვის" (მან დაიმსახურა ჰიუგოსა და ნებულას პრემიები სწორედ ამ ნაწარმოებისთვის) და "ბილი მილიგანის მრავალი გონების" ავტორი.
კიზი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში. ის ცოტა ხნით სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სანამ მუშაობას დაიწყებდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სერვისში, 17 წლის ასაკში ის იყო გემის ხაზინდარი ნავთობის ტანკერებზე. შემდეგ ის დაბრუნდა ნიუ-იორკში და 1950 წელს მიიღო ბრუკლინის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
ბაკალავრის ხარისხის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, კიზმა მუშაობა დაიწყო მწერალ მარტინ გუდმანის კომპანიაში "Magazine Management". ბოლოს დაბოლოს ის გახდა რედაქტორი ჟურნალ Marvel Science Stories და კომპანიისთვის დაიწყო კომიქსების წერა, გამომცემლობა ატლას კომიქსების სახელით იყო ცნობილი, რომელიც შემდეგ მარველად გარდაიქმნა. მას შემდეგ რაც გუდმანმა შეწყვიტა pulp magazine ბეჭდვა რბილყდიანი წიგნებისა და მამაკაცის სათავგადასავლო ჟურნალების სასარგებლოდ, კიზი გახდა ატლას კომიქსების მთავარი რედაქტორი, ხოლო სამხატვრი გაფორმების განყოფილების რედაქტორი იყო სტენ ლი. 1952 წლისთვის კიზის მიაკუთვნებდნენ სერიოზულ მწერალთა რიგებს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. კიზმა დაწერა ორი მოთხრობა მხატვარ ბესილ უოლვერტონთან ერთად კომიქსისთვის მოგზაურობა უცნობ სამყაროებში.
მას შემდეგ რაც გუდმანმა მარველის სამეცინიერო მოთხორბების გამოშვება შეწყვიტა კიზი ლის დაქვემდებარებაში გადავიდა.
კიზს დაებადა საინტერესო იდეა რომელსაც ლიმ მხარი არ დაუჭირა და უწოდა უცაბედად მოსული აზრი, თავდაპირველად მისი სახელი იყო გრძელი ჩანაწერები, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ყვავილები ელჯერნონისთვის. ეს არის ამბავი ერთ ბიჭზე რომელმაც თავისი I.Q გაზარდა დაბალი მაჩვენებლიდან უმაღლესამდე. ავტორი მაშინვე მიხვდა რომ ეს არ იყო უბრალოდ კომიქსის ხელნაწერი.
1955 წლიდან 1956 წლამდე კიზი წერდა EC კომიქსებისთვის.
კიზი ასწავლიდა კრიატიულ წერას უეინის სახემწიფო უნივერსიტეტში, 1966 წელს გახდა ინგლისურისა და კრიატიული წერის პროფესორი ოჰაიოს უნივერსიტეტში, სადაც ის 2000 წელს გამოცხადა ღირსეულ გადამდგარ პროფესორად.
კიზი გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბოკა-რატონში 2014 წლის 15 ივნისს, გართულებული ფილტვების ანთებით. მას დარჩა ორი ქალიშვილი: ლესლი და ჰილარი, ხოლო მისი ცოლი ორეა ჯორჯინია ვასკესი გარდაიცვალა 2013 წელს.
"ყვავილები ელჯერნონისთვის"

ყვავილები ელჯერნონისათვის, ეს არის წიგნი ერთ მენტალურად არამდგრად ადამიანზე, ჩარლიზე, რომელსაც გააჩნია IQ დაბალი დონე და სწორედ მისმა გონებაჩამორჩენილობამ ითამაშა უდიდესი როლი მის ცხოვრებაში. ის იტარებს ოპერაციას, რომლის შემდეგაც ხდება გენიოსი და იწყებს წარსულის კვლევას და ბევრ საინტერესო რამესაც აღმოაჩენს მასში, მეტად ემოციური ნაწარმოები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს დაიბეჭდა 1959 წელს პატარა მოთხრობის სახით, ხოლო ნოველის სახით წიგნი 1966 წელს გამოვიდა. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა და არ დააყოვნა მისმა ეკრანიზაციამაც, მთავარ როლში კლიფ რობერტსონი იყო (რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობობისთვის). ასევე კიზმა მოიგო ჰიუგოსა და ნებულას ჯილდოები.
წიგნი ქართულად გამოსცა გამომცემლობა "წიგნები ბათუმმა". ხელმისაწვდომია წიგნების მაღაზიათა ქსელში.
ქართულ ენაზე ასევე ნათარგმნია მისი კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - "ბილი მილიგანის მრავალი გონება". ასევე მადლობა გადავუხადოთ ბათუმელების გამომცემლობას

))

ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს - ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს 24 ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომელიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია – ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე ბილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი.
კიზის ბიბლიოგრაფია უფრო ვრცლად :
ყვავილები ელჯერნონისთვის (მოკლე მოთხრობა) (1959)
ყვავილები ელჯერნონისთვის (ნოველა) (გავრცობილი კინოფილმ ჩარლისთვის , 1968)
შეხება (1968)
The Fifth Sally (1980)
ბილი მილიგანის მრავალი გონება (1981 )
Unveiling Claudia (1986)
დენიელ კიზის შეგროვებილი მოთხრობები (Japan, 1993)
მილიგანის ომი : ნამდვილი მოთხრობის გაგრძელება (იაპონია 1994)
სილვდილამდე (1998)
ელჯერნონი, ჩარლი და მე : მწერალი მოგზაურობის (2000)
წინასწარმეტყველება თავშესაფარზე (2009)
ჯილდოები:- მოგებული
1960: ჰიუგოს პრემია მოთხრობისთვის"ყვავილები ელჯერნონისთვის"
1966: Nebula Award ნოველისთვის "ყვავილები ელჯერნონისთვის"
1986: Kurd Lasswitz Award "ბილი მილიგანის მრავალი გონებისთვის"
1993: Seiun Award (Non-Fiction of the Year) ბილი მილიგანის მრავალი გონებისთვის
2000: Author Emeritus Award from Science Fiction and Fantasy Writers of America
- ნომინირებული
1967: ჰიუგოს პრემია ნოველისთვის "ყვავილები ელჯერნონისთვის"
1982: Edgar Award for Best Fact Crime for "ბილი მილიგანის მრავალი გონებისთვის"
1987: Edgar Award for the American Association of Mystery Writers for Unveiling Claudia
პ.ს. მოკლედ ესეც ასე

) ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი საუკეთესო ნაწარმოებებით

good luck)))