ესეიგი ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო

(საერთოდ იშვიათად ვხსნი ხოლმე თემებს) მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც საჭიროა გაიხსნას თემა და დაფიქსირდეს აზრები...
რა ხდება ახლა.. HI5ში წავაწყდი სურათს.. ''ნუ გახდები გლდანელი'' ნუ თვითონ ის ვისაც აქვს ეს სურათი იასნია ან ვაკელია ან საბურთალოელი ან კიდევ ხზ.

ამ ფრაზას მე ასე ვშიფრავ.. ''გლდანელობა ტეხავს წამო ვაკეში ვიცხოვროთ სვეტევიშ წრეში'' (იასნია მე ადამიანს ვაფასებ და არრა უბანს და ვაკესთან და ვაკელებთან მიმართებაში არ ვიძახი ამას) ეს ფაკტია რომ ამას იძახის მაგრამმ... მოდი კარგად დავუკვირდეთ.. სკაიპში იქნება ეს თუ იაჰოში როდესაც გეკითხება რა უბნელი ხარ და პასუხობ : გლდანელი,მუხიანელი,ვარკეთილელი,ვაზისუბნელი,თემქელი ან რომელიმე კიდევ სხვა ამათნაი ჯიგარ უბანს .. მოდის ასეთი სმაილი

(სკაიპში) ეს სიცილია =)) (იაჰოში) ესეც სიცილია ამას მოყვება პირადად ჩემგან ერთგან ბლოკ მეორეგან იგნორ
ეხლა რა მაინტერესებს თქვენი აზრით მართლა ისეთი სიბნელეა საქართველოში რომ ხალხი უბნებით საზღვავს ადამიანს კერძოდ მდედრი მამრს და მამრი მდედრს .. უბნის დასახელებასთან ერთად წადმოიდგენენ თუ არა ქვეცნობიერად როგორები არიან ისინი რეალობაში.. გთხოვთ არ გამიოფტოპიკოთ ისედაც ძლივს გავხსენი ეს თემა და თქვენი აზრები მაინტერესებს..
P.ს. პირადად ჩემი აზრით ყველა იმ ''ვეიკელს'' ფეხის თითები უნდა დაალეწო რომელსაც არ მოსწონს კარგი ადამიანი ერთი მიზეზით : ''ის გლდანელია,მუხიანელი,თემქელი'' და ირონიულად არის მის მიმართ განწყობილი..