ძვირფასო თანაფორუმელებო!

23 თებერვალს კინოთეატრ "ამირანში" გაიხსნა ფოტოგრაფ ანა გოგუაძის(იგივე Ania

) საქველმოქმედო აქცია–გამოფენა სახელწოდებით "ფერები–მონაფერები".
გამოფენა მომზადდა თბილისის მერიის, სახალხო ბანკისა და ელიტ–ელექტრონიქსის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო–სერია "ხელები", ხოლო გაყიდვიდან მიღებული თანხა გადაეცემა ახალგორის მზურველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს.
სერიაში 20–მდე ფოტოა და თითოეული 100 ლარი ღირს.
მიზანშეწონილი და სასურველია, რომ სერია მთლიანად შეისყიდოს ერთმა პირმა ან ორგანიზაციამ საკუთარი ოფისის ან კომერციული ფართის გასაფორმებლად, რადგან ამ შემთხვევაში არც მისი მთლიანობა დაირღვევა და ბავშვთა სახლისათის გაწეული დახმარებაც უფრო დროული და ქმედითი იქნება.
თემას ვხსნი ამ განყოფილებაში იმიტომ, რომ აქ შემოდიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის მსგავსი შემოთავაზებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
კითხვებზე გიპასუხებთ როგორც აქ, ასევე პიემში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ თემის მიზანს - საქმიანი შეთავაზება იმ ორგანიზაციებისთვის, ან კერძო პირებისთვის, ვინც ორიენტირებულია ქველმოქმედებაზე, ან უბრალოდ უნდა შეიძინოს ფოტოები ოფისის, ან ბინის გასაფორმებლად.
ქვემოთ დავდებ სურათებს და ლინკებს, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით ფოტოებზე და ზოგადად გამოფენის მსვლელობაზე.
http://forum.ge/?f=19&showtopic=33821453 - ეს არის ლინკი იმ თემის, სადაც მიდიოდა გამოფენის განხილვა. შეგიძლიათ გადახედოთ კომენტარებს 
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...44&info_id=5473 - ლინკი მერიის საიტიდან, სადაც სტატია და ვიდეო დევს გამოფენის შესახებ.

სტატია "ახალ თაობაში" 
http://www.123.ge/uploads/1/294828_axali%20taoba.jpg

http://bin.ge/file/146103/1-arxze.flv.html - სიუჟეტი პირველ არხზე 
ქვემოთ კი მიმაგრებულ ფაილში მოკლედ ფოტოების ავტორისა და ამ გამოფენის შესახებ
This post has been edited by Doloress on 12 Mar 2008, 18:04
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 82 )