#8905944 · 21 Mar 2008, 00:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრიცნობიერებაში განსაკუთრებული არაფერი მიგულისხმია. ერთგან განვმარტე კიდეც. ცნობიერება არის ის რაც ცნობს არსებობას საერთოდ (ყოფიერების არსებობას, რაც კიდევ უფრო შეიძლება განივრცოს, როგორც ფორმის არსებობა; ფორმის სხვადასხვა ატრიბუტების არსებობა-ფერი, სიგრძე, სიგანე და ასე შემდეგ; გემოს არსებობა; სუნის არსებობა; ემოციების, ფიქრის არსებობა და ასე შემდეგ). ჩემი აზრით (და ჩემი ლოგიკაც სხვას ვერ მკარნახობს) ცნობიერება ერთიანია. არ არსებობს ჩემი ცნობიერება, შენი ცნობიერება, პეტრეს ცნობიერება. ამათ, ყველას ერთი და იგივე ცნობიერება (რაც არ უნდა განაპირობებდეს მას) უდევს საფუძვლად. საკუთარი შეხედულებების (რომელიც გამოცდილებაზეა დაყრდნობილი ნაწილობრივ) ლოგიკურობას არ ვამტკიცებ. მე ადრეც ავღნიშნე ბევრგან ეს. წინააღმდეგობრიობა რაღაცაში არ მაწუხებს ძალიან  ცნობიერების ბუნება თვითონ წინააღმდეგობრივია და მივიღებ ისე, როგორც არის. მე შენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს, რამეთუ ყველაფრის ახსნას ლოგიკის ფარგლებში ცდილობ და არაფერი გამოგდის  საერთოდ შეუძლებელია ასეთი რამეების ლოგიკის ფარგლებში მოქცევა. შენი სისუსტე არ არის მაგი. ახლა წინა თემიდან დასმულ კითხვებს გავცემ პასუხს. QUOTE | რას ნიშნავს სიზმარში არსებული ცნობიერება? განსხვავდება თუ არა სიფხიზლის ცნობერებისგან? |
არა, არავითარი განსხვავება არ არის. როგორც უკვე ავღნიშნე, ცნობიერება ერთიანია (აქაც და ყველგანა იგულისხმება ის, რომ ჩემი აზრი და ლოგიკაა ეს-ასე, რომ აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე არ ვაცხადებ პრეტენზიას  ) და ცნობიერების არანაირი დაყოფა არ ხდება. სიზმარში არსებულ ცნობიერებაში უბრალოდ ის აზრი გამოვხატე, რომ ცნობიერება (ანუ ყოფიერების ცნობის უნარი) სიზმარშიც არსებობს, თუმცა დილით სიზმარი გვავიწყდება. ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ გახსოვს თუ არა ის, ცნობიერება გაგაჩნდა თუ არა გარკვეულ დროს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ცნობიერების არსეობიბისათვის. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ ვთქვი, რომ ცნობიერება შეიძლება არსებულიყო დაბადებამდე და "მახსოვრობას" უბრალოდ არ ახსოვს მისი არსებობა. ცნობიერების "ფუნქცია" არ არის დაიმახსოვროს რაიმე. ცნობიერების ფუნქციაა, რომ იცოდეს ყოფიერების არსებობა. ცნობიერებისათვის არსებობს მხოლოდ "ახლა" და არა "გუშინ" ან ხვალ. ცნობიერება არის დროის მიღმა. QUOTE | ვააა. დამეთანხმე?  |
ხანდახან, ცუდად რომ ვარ, ეგრე მომდის  ახლა შენ მიპასუხე ამაზე. ერთის მხრივ ამბობ, რომ ინდივიდი QUOTE | სიცოცხლის ერთეულია, რომელიც აღარ იყოფა შემადგენელ ნაწილებად. |
ან
QUOTE | ინდივიდი არის სიცოცხლის დაუყოფელი ერთეული. |
მეორეს მხრივ, როცა გკითხე რაიმე თუ არსებობს დაუყოფელი-თქო, მიპასუხე:
ერთ შემთხვევაში დარწმუნებული ხარ, რომ ინდივიდი დაუყოფელი რამ არის. მეორე შემთხვევაში, არ იცი არსებობს თუ არა რაიმე დაუყოფელი. არის თუ არა ინდივიდი დაყოფადი? და რაც მთავარია, როგორ უნდა გავიგო ვინ (ან რა) არის ინდივიდი და ვინ (ან რა) არ არის ინდივიდი? ამ კითხვებს ვუტრიალებთ იმიტომ, რომ პასუხი ფაქტიურად არ მოგიცია.
QUOTE | QUOTE | საზღვარი იმას ნიშნავს, რაც ამ "ცალკე" სიცოცხლეებს გამოყოფს დროში და სივრცეში. ხოდა, მითხარი ახლა სად გადის ინდივიდ A-სა და ინდივიდ B-ს შორის საზღვარი სივრცეში და დროში? |
სივრცეში საზღვარი ნაკლებია ან ტოლია ფიზიკური სხეულის ფიზიკურ საზღვრებზე.
|
შენი პასუხიდან უნდა ვივარაუდო, რომ ინდივიდის საზღვარი გადის ფიზიკური სხეულის საზღვარზე და შესაბამისად ინდივიდი მოიცავს მის ფიზიკურ სხეულსაც. თუ ეს ასესა, მაშინ როგორ არის ინდივიდი განუყოფელი, როცა უკვე რაღაცისაგან შედგება (სხეული და თუნდაც სხვა რამ განუყოფელი), როცა ნაწილებისაგან შედგება? თუ ინდივიდის შემადგენლობაში არ შედის მისი სხეული, მაშინ რატომ ყოფს ფიზიკური სხეულის საზღვარი ინდივიდებს ერთმანეთისაგან?
და მეორე, სად გადის კონკრეტულად ფიზიკურ სხეულზე საზღვარი? ანუ რა არის ფიზიკური სხეულის საზღვარი?
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|