http://presa.ge/index.php?text=news&i=1602ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის პარტიის სამეგრელოს რეგიონალური ოფისის გახსნას აშუქებდა საინფორმაციო სააგენტო ”CHN”, რომლის რელიზის გავრცელებას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით ”ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის პრეს-სამსახური აქვეყნებს საპასუხო პრესრელიზს, რომელშიც ნათქვამია:
- ”საზოგაოებასთან შეხვედრები გაიმართა აბაშაში სენაკში და ფოთში, ხოლო ზუგდიდში მოძრაობის ოფისის კურთხევისა და პრეზენტაციის შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვდრა კინო-თეატრ “ატრიუმში” გაიმართა.
შეხვედრას მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად ადგილობრივი ჟურნალისტებიც ესწრებბობდნენ. მათ შორის იყო “ტელეიმედის” ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი რადიო “იმედის” სამგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ფაჟავა.
მან შეხვედრის დასაწყისშივე სიტყა გააწყვეტინა ტრიბუნაზე მდგომს, სცადა გამომსვლელისთვის ხელის შეშლა და მიაყენა პიროვნული შეურაწყოფა, რასაც დამსწრე საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოყვა.
გიორგი თარგამაძემ მიმართა დარბაზს და სთხოვა მიეცათ საშუალება ფაჟავასთვის აზრი კორექტულად გამოეხატა, ხოლო პირადად მას მიმართა თხოვნით - თუ რაიმე პრეტენზია ან კითხვა ჰქონდა, მზად იყო შეხვედრის მეორე ნაწილში პასუხი გაეცა.
გიორგი თარგამაძე ასეც მოიქცა, დარბაზში გამართული ორ საათიანი შეხვედრის ნახევარზე მეტი სწორედ დამსწრეთა შეკითხვებზე პაუსხებს დაეთმო და ასევე ინდივიდუალურად გაესაუბრა ყველა დამსწრე ჟურნალისტს, ცენტრალური თუ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს.
თარგამაძემ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, მათ შორის მოძრაობის მიზნების, პოლიტიკური პლატფორმის, საარჩევნო გეგმებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ”, - ნათქვამია პარტიის საგანგებო პრესრელიზში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=1595დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა “ქრისტიან დემოკრატიული” პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, მან კინოთეატრ “ატრიუმში” მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც რადიო “იმედის” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ პარტიის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა:
- “ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ თქვენს მოძრაობას აფინანსებს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ეკოფუდი” რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკუთრებაშია?”.
პოლიტიკოს გიორგი თარგამაძეს ეს შეკითხვა არ ესიამოვნა. ჟურნალისტი პროვოკატორად მოიხსენია და დაემუქრა:
- “რადიო იმედში ჩემი რეკომენდაციით მიგიღეს და ამ თანამდებობასაც მალევე დატოვებ”.
დასმულ კითხვას და შესაბამის პასუხს დარბაზში აჟოიტაჟი მოჰყვა. ჟურნალისტს პარტიის მომხრეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, და დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანაც დაუპირეს.
ამ დროს რადიო “იმედის” რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჩანთიდან მიკროფონი ამოიღო და შეეცადა აქტივისტებისთვის აეხსნა, რომ იგი ჟურნალისტია და არა პრტოვოკატორი.
ფაჟავა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ვინაობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იგი დარბაზიდან გააძევეს.
- ”მოგვიანებით ტელევიზიებმა ეს ინფორმაციაც არასწორ კონტექსტში გააშუქეს”, - წერს რეგიონალური საინფორმაციო სააგენტო ”CHN”.
ნანა ფაჟავას რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა რადიო “იმედის” პროდუსერი ნონა ყანდიაშვილი და ყოველგვარი განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაანთავისუფლა.
ჟურნალისტი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავს და არასამთავრობო სექტორს დახმარებას სთხოვს.
ამ დროისათვის ირკვევა, რომ ჟურნალისტს სოლიდარობას უკვე უცხადებენ ზუგდიდელი ჟურნალისტები, რომლებიც დღეს, ზემოხსენებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
მათთვის სრულიად გაუგებარი გახდა რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება. საქმის შესწავლა უკვე დაიწყო ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანოზაცია “თანასწორობის ინსტიტუტმა”.