ოპოზიციურად მოაზროვნე სომხეთის სამოცამდე მოქალაქემ საქართველოს თავშესაფარი სთხოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნო სტეპანიანმა დღეს განუცხადა, სომხეთიდან საქართველოში 40-დან 60-მდე ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანია გადმოსული.
არნო სტეპანიანის თქმით, სომხეთის მოქალაქეებმა, ერევანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს თავი შეაფარეს.
როგორც სტეპანიანი აღნიშნავს, ამ დროისთვის სომეხ ოპოზიციონერებს საქართველოსთვის თავშესაფარი ოფიციალურად არ უთხოვიათ.
ასევე, სომეხი ოპოზიციონერები რაიმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას საქართველოში ჯერჯერობით არ გეგმავენ. ისინი სომხეთში დაბრუნებას პოლიტიკური ვითარების დაწყნარებისთანავე შეეცდებიან.
ძალიან მაინტერესებს ასევე ხელისუფლების პოზიცია ტიბეტთან დაკავშირებით..