ფილმის სათაური: I Saw the Devil
ჟანრი : თრილერი
რეჟისორი: ჯი-ვუნ კიმი
როლებში : ლი ბიონჰონი, ჩჰვე მინსიკი, ჩონ გუკჰვანი, ჩჰონ ჰოჯინი, ო სანჰა, კიმ იუნსო
აღწერა : ჩან გიონჩჰოლი - საშიში ფსიქოპათია, რომელიც აუპატიურებს და ველურად კლავს ქალებს. მან მრავალი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პოლიციისთვის მაინც მიუწვდომელი დარჩა. ერთხელაც მისი მორიგი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელის ქალიშვილი - ჩან ჯუიონი ხდება...
http://gol.ge/index.php?cat=movies&details...&search=i%20sawნუ ეს შურისძიების თემა ხო კლიშე გახდა კორეელებითვის , მაგრამ გამოსდით და ჰა ..
მე პირადად უკვე დიდი ხანია ველოდები ამ ფილმს .. რეჟისორის და ჩოი მინ-სიკის ( Oldboy - მთავარი როლი ) გამო ..
ჩემი მოლოდინი გაამართლა ..
მუსიკალური და ოპერატორული ნამუშევარი ძალიან მაგარია .. სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ცოტა გაწელილია + ჩახლართულობა აკლია , მაგრამ აგრეთვე საოცრად დინამიური და ჩამთრევია , ისე გავა ორ საათ ნახევარი ვერც კი იგრძნობთ ..
ჩოი მინ-სიკის თამაში უბრალოდ საოცარია ! რამდენიმე მომენტში ტანშიც კი დამიარა ჟრუანტელმა იმდენად დამაჯერებლად თამაშობს .. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ბიუნგ-ჰუნ ლის ძალიან კარგი თამაში ( The Good, the Bad, the Weird ვისაც გაქვთ ნანახი მანდ თამაშობს The Bad -ის როლს )
ფინალური სცენა უძალიანმაგრესია !
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თრილერი მივიღეთ
მოკლედ ვისაც მოგწონთ კორეული კინემატოგრაფია , "ოლდბოი" ან ზოგადად კრიმინალური დრამები , უყურეთ აუცილებლად .. ( ნუ მინიმუმ იმას მაინც არ იტყვით ეს რა სლეობაზე დავკარგე დროო )
პ.ს. მკაცრად +18

მაგარი სცენა

