საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის შეხვედრას ესწრებოდა, კომენტარი გააკეთა.
ლომაიას თქმით, ამერიკული მხარე საქართველოს ერაყში ქართული კონტინგენტის ყოფნის გახანგრძლივებას სთხოვს.
"ამერიკის თავდაცვის მინისტრი მაღალ შეფასებას აძლევს ერაყში ქართული კონტინგენტის მოქმედებას და ითხოვს მათი ერაყში ყოფნის რამდენიმე თვის გახანგრძლივებას. ეს არის ოფიციალური თხოვნა, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის", - დასძინა ლომაიამ.
გეიტსი სააკაშვილს პენტაგონში საპატიო დერეფანის გავლით შეუძღვა; ერთსაათიან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი უსაფრთხოების საკითხები.
ა. ლომაიას ნათქვამზე... ჩემი კომენტარი:
რა, შტატები - საქართველოს ერაყში ქართული კონტინგენტის ყოფნის გახანგრძლივებას სთხოვს? ან ვინ დააყენა მათი იქიდან გამოსვლის საკითხი ან ვინ არის ერაყიდან დანაყოფის გამოყვანის უარუოფის მთქმელი?
ა. ლომაიას თქმით - გეიტსი სააკაშვილს პენტაგონში საპატიო დერეფანის გავლით შეუძღვა.
რა, სხვა სტუმრებს რ. გეითსი არა საპატიო დერეფნის გავლი მიუძღვება?
რა, ტუფტა და იაფასიანი რიჟა ბაზარია! ოღონ როგორმე გაადიდონ მოხოს მოგზაურობა ამერიკაში და არაფერს იშურებენ მის გასაზვიადებლად.
მიმაგრებული სურათი