BAYERN MUNCHEN!!!დაარსდა:1900 წლის 27 თებერვალს.
რეგისტრირებული ფანი:129000
კლუბის ფერები: თეთრ-წითელი
მისამართი: მიუნხენი,ზაბენერ შტრასე 51.
ტელეფონი: (089)69 93 10
ფაქსი: (089)64 41 65
საიტი:
http://www.fcbayern.deწინა თემები
1)
მიუნხენის ბაიერნი2)
მიუნხენის ბაიერნი3)
მიუნხენის ბაიერნი4)
მიუნხენის ბაიერნი5)
მიუნხენის ბაიერნი6)
მიუნხენის ბაიერნი!!!7)
მიუნხენის ბაიერნი8)
მიუნხენის ბაიერნი9)
მიუნხენის ბაიერნი10)
მიუნხენის ბაიერნი11)
მიუნხენის ბაიერნი.12)
მიუნხენის ბაიერნი13)
მიუნხენის ბაიერნი14)
მიუნხენის ბაიერნი15)
მიუნხენის ბაიერნი16)
მიუნხენის ბაიერნი17)
მიუნხენის ბაიერნი18)
მიუნხენის ბაიერნი19)
მიუნხენის ბაიერნი(ქრონოლოგიურადაა ამჟამად დალეგებული, ადრე არეული იყო და ერთი თემა ორჯერ მეორდებოდა)
შემადგენლობამეკარეები:
1.ოლივერ კანი(1969)
22.მიხაელ რენსინგი(1984)
29.ბერნდ დრეერი(1966)
...
მცველები:
2.ვილი სანიოლი(საფრანგეთი,1977)
3.ლუსიო(ბრაზილია,1978)
5.დანიელ ვან ბუიტენი(ბელგია,1978)
21.ფილიპ ლამი(1983)
23.მარსელ იანსენი(1985)
30.კრისტიან ლელი(1984)
35.ბრენო ვინიციუს როდრიგეს ბორგესი(1989)
...
ნახევარმცველები:
6.მარტინ დემიჩელისი(არგენტინა,1980)
7.ფრანკ რიბერი(საფრანგეთი,1983)
8.ჰამიტ ალტინტოპი(თურქეთი,1982)
15.ზე რობერტო(ბრაზილია,1974)
16.ანდრეას ოტლი(1985)
17.მარკ ვან ბომელი(ჰოლანდია,1977)
20.ხოსე ერნესტო სოსა(არგენტინა,1985)
31.ბასტიან შვაინშტაიგერი(1984)
36.შტეფან ფიურსტნერი(1987)
39.ტონი კროოსი(1990)
....
თავდამსხმელები:
9.ლუკა ტონი(იტალია,1977)
11.ლუკას პოდოლსკი(1985)
18.მიროსლავ კლოზე(1978)
19.იან შლაუდრაფი(1983)
მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი (1949)
საინტერესო ცნობა:მთლიანი სახელწოდება: საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი კლუბის შექმნის თარუღი: 1900 წელი სტადიონი: Die Allianz Arena - 66.000 ფერები: წითელი–ლურჯი ხელმძღვანელობა პრეზიდენტი: ფრანც ბეკენბაუერი ვიცე–პრეზიდენტები დოქტორ ფრიტე შრერერი, კარლ–ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი მენეჯერი: ული ჰიონესი მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი,მუშაობს 2007 წლის იანვრიდან. საინტერესო: ხელფასების ფონდი: 85000000 ევრო პრემიები ცალკეული მოთამაშეთათვის: 6500-დან 10000-მდე(1 ადგილი) სპონსორი: t - mobile, შენატანი სეზონში: 20000000 ევროისტორიაბაიერნის პირველი გუნდი ბაიერნის ისტორია იწყება 1899 წლიდან და მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდე 18 ფეხბურთელი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ბაიერნს. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა: ლეოპოლდშტრასეზე. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. მართალია ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი - მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა. 1926 წელს ბაიერნმა მოიგო სამხრეთის მიწების ჩემპიონატი, ხოლო 1932 წელს მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი. მეორე მსოფლიო ომმა ძალზედ დიდი გავლენა მოახდინა სპორტზე. ის კიდევ უფრო დიდი ხნით ანელებდა ფეხბურთის განვითარებას. ამ კატასტროფის შემდეგ, გერმანულ ფეხბურთს სჭირდებოდა დრო, რათა დაებრუნებინა თავისი დაკარგული პოზიციები. პირველი ტიტული 1957 წელს ბაიერნმა მოიგო გერმანიის თასი. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, აუგსბურგის სტადიონზე, რომელიც 42000 ათას ადამიანს იტევდა, ბაიერნის კაპიტანმა - ჯობსტმა გუნდი დიუსელდორფის ფორტუნის წინააღმდეგ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბაიერნმა 1:0 მოიგო. ამ გამარჯვებას მოჰყვა არც თუ ისე გრძელი წარუმატებლობები, რომლის დროსაც ბაიერნმა ვერაფერი ვერ მოიგო. 1962 წელს, ბაიერნი არ იქნა დაშვებული ახლად დაარსებულ ბუნდეს ლიგაში. მაგრამ ორი წლის შემდეგ, გუნდმა ბუნდეს ლიგის სიმაღლეების დაპყრობა დაიწყო. ამ დროს გუნდის მწვრთნელი იყო ტშიკ ცარკოვსკი. კლუბი შევიდა მისი უდიდესი წარმატებების პერიოდში – ფრანც ბეკენბაუერისა და კომპანიის ხანაში. ბეკენბაუერი ბაიერნში გადავიდა, თუმცა მას ჰქონდა შანსი ეთამაშა მიუნხენ 1860–შიც. ცარკოვსკიმ იგი პლეი–ოფის თამაშებში პირდაპირ ძირიტად შემადგენლობაში დააყენა. კარებში ლეგენდარული ზეპ მაიერი იდგა. თავდასხმაში კი თამაშობდა გერდ მიულერი. ამ ფეხბურთელებმა ბაიერნს მოუტანეს დიდი წარმატებები. 1965/66 სეზონში გუნდი მესამე ადგილას გავიდა. ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი კი ნაკრებში გამოიძახეს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. თუმცა, სამწუხაროდ გერმანია მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, წააგო რა ფინალში ინგლისთან. თუმცა სეზონი ისე არ დამთავრებულა, ბაიერნს ორი ტიტული რომ არ მოეგო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდმა ისევ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში მაიდერიხერი ანგარიშით 4:2. 1967 წელს ბაიერნმა ევროპული მწვერვალებიც დაიპყრო. თასის მოგების შემდეგ ჰამბურგის წინააღმდეგ ანგარიშით 4:0, გუნდმა ბეკენბაუერის თავკაცობით შეასრულა დუბლიi, როცა თასების თასი მოიგო. ფრანც როტმა, რომელსაც ხშირად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, 109 წუთზე სელტიკის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და გუნდს თასების თასი მოაგებინა. ჩემპიონთა პირველი თასი 1968 იყო გარდატეხის წელი. ბრანკო ზებეკი, რომელმაც შეცვალა ცარკოვსკი, წავიდე ისეთ უკიდურეს ნაბიჯზე, როგორიც იყო ლუდის მოხმარების საერთოდ აკრძალვა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაცინვის მიუხედავად, ბაიერნის ფანები კმაყოფილნი იყვნენ, რადგან გუნდმა დუბლი შეასრულა: გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული იქნა 8 ქულიანი ჰანდიკაპით, ხოლო თასის ფინალში დამარცხებული იქნა შალკე 04. მაგრამ, ამავე დროს გამოჩნდა გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბაიერნს – მიონხენგლადბახის ბორუსია. ბორუსიამ გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ 1970–71 წლებში მოიგო და უკან ჩამოიტოვა ბაიერნი 1972 წელს მიუნხენელებმა დაიბრუნეს ტიტული უკვე ოლიმპიაშტადიოზე უდო ლატეკის ხელმძღვანელობით. გუნდს კიდევ ერთი სიხარული მიზეზი ჰქონდა: გერდ მიულერი გახდა საუკეთესო თავდამსხმელი 40 გატანილი გოლით. მანვე კიოლნთან თასის ფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. იმავე ლატეკის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 2 წელი დაიცვა თასი. 1974 წელს ბაიერნმა მოიგო ჩემპიონთა თასი. შვარცენბეკმა გაათანაბრა ანგარიში ბრიუსელში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, ხოლო დამატებით შეხვედრაში გუნდმა მოიგო მატჩი ანგარიშით 4:0. დუბლი შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა. ბაიერნი, 1984 წელი, გერმანიის თასის მფლობელი გუნდი მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა 1980 წლამდე ბუნდეს ლიგაში პაუზა გააკეთა, საერთაშორისო არენაზე მათ სამჯერ მოიპოვეს ტიტულები. მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი 1975 წელს(2:0 ლიდსის წინააღმდეგ), 1976 წელს კი გაიმეორეს მიღწევა, როდესაც გლაზგოში სენტ–ეტიენი დაამარცხეს ანგარიშით 1:0. ამასთან ერთად ბაიერნმა იმავე წელს მოიგო საკონტინენტთაშორისო თასიც, დაამარცხა რა კრუზეირო ორ მატჩიან შეხვედრაში. ჰეიკესმა გუნდი 91/92 სეზონში დატოვა, მისი ადგილი კი შორენ ლერბიმ დაიკავა. თუმცა გუნდის აღმავლობა მაინც არ შეინიშნებოდა, მიუნხენელები აღმოჩნდნენ ბუნდეს ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე. ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ერიხ რიბეკმა. კარლ–ჰაინც რუმენიგემ და ფრანც ბეკენბაუერმა კი ვიცე–პრეზიდენტების პოსტები დაიკავეს. 93/94 სეზონში კაიზერ–ფრანცმა მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ერიხ რიბეკი და ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახადა. ამის შემდეგ დადგა ჯოვანი ტრაპატონის ეპოქა. მართალია მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ შესძლო სასურველი წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარდინალში ამსტერდამის აიაქსთან წააგო. ამის გამო, გუნდში ტრაპატონის ნაცვლად მოვიდა ოტო რეჰაგელი, ამასთან მას მოჰყვნენ კლინსმანი, ჰერცოგი და სპორცა. თუმცა ოტოც მალე იძულებული იყო დაეტოვებინა მწვრნელის პოსტი დროზე ადრე, მიუხედავად იმისა, რო მან ნახევარ სეზონში მოახერხა გუნდის უეფას თასის ფინალსი გაყვანა, სადაც მისი მეტოქე ბარსელონა იყო. ფინალში, ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, თითქოს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებულიi, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბაიერნისთვის სასიკეთოდ დამთავრდა. ბაბელმა და ვიტეჩეკმა შესძეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2:1. ფინალის დგეებში, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი ითავსებდა გუნდის მწვრთნელობას და მის ხელმძღვანელობას, მან მოახერხა ის, რომ ბაიერნმა პირველად თავის ისტორიაში მოიპოვა უეფას თასი. თუმცა საერთო სურათს დორტმუნდის ბორუსიის ჩემპიონობა აფუჭებდა. ამის შემდეგ ტრაპატონი ისევ დაუბრუნდა გუნდს. ორი წლის შემდეგ მან ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: გერმანიის ჩემპიონატში 1997 წელს და გერმანიის თასზე 1998 წელს. ოტმარ ჰიტცფედლმა 1998 წელს შეცვალა იტალიელი სპეციალისტი. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიტცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1998 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო.ბაიერნის ყველა მწვრთნელიპრეზიდენტი წლები ჩიკ ცარკოვსკი 01.07.1965 - 30.06.1968 ბრანკო ცებეკი 01.07.1968 - 13.03.1970 უდო ლატეკი 14.03.1970 - 02.01.1975 დიტმარ კრემერი 16.01.1975 - 30.11.1977 გილა ლორანტი 02.12.1977 - 28.02.1979 პოლ ჩერნაი 01.03.1979 - 16.05.1983 რაინჰარდტ საფტინგი 17.05.1983 - 30.06.1983 უდო ლატეკი 01.07.1983 - 30.06.1987 იუპ ჰაინკესი 01.07.1987 - 08.10.1991 სორენ ლენბი 09.10.1991 - 10.03.1992 ერიხ რიბეკი 11.03.1992 - 27.12.1993 ფრანც ბეკენბაუერი 28.12.1993 - 30.06.1994 ჯოვანი ტრაპატონი 01.07.1994 - 30.06.1995 ოტო რეჰაგელი 01.07.1995 - 27.04.1996 ფრანც ბეკენბაუერი 29.04.1996 - 30. 06.1996 ჯოვანი ტრაპატონი 01.07.1996 - 30.06.1998 ოტმარ ჰიტცფელდი 1.07.1998 - 30.06.2004 ფელიქს მაგათი 01.07.2004 - 2007. ოტმარ ჰიტცფელდი 2007-???
ბაიერნის ყველა პრეზიდენტიპრეზინდეტი წლები ფრანც ჯონი 1900 - 1903 უილემ ჰესელინკი 1903 - 1906 კურტ მიულერი 1906 - 1907 ანჯელო კნოპი 1907 - 1913 კურტ ლანდაუერი 1913 - 1914 ფრედ დანი 1914 - 1915 ჰანს ტრუში 1915 ფრიტც მაიერი 1915 ჰანს ბერმიულერი 1916 ფრიტც მაიერი 1916 - 1919 კურტ ლანდაუერი 1919 - 1921 ფრედ დანი 1921 - 1922 კურტ ლანდაუერი 1922 - 1933 ზიგფრიდ ჰერმანი 1933 - 1934 კარლ–ჰაინც ოტინგერი 1934 - 1935 რიხარდ ამესმაიერი 1935 - 1937 ფრანც ნუსჰარდი 1937 - 1938 კელნერი 938 - 1943 ზაუტერი 1943 - 1945 ფრანც კსავერ ჰაილმასენდერი, იოზეფ მაიერი 1945 ზიგფრიდ ჰერმანი 1945 - 1947 კურტ ლანდაუერი 1947 - 1951 იულიუს შერინგი 1951 - 1953 ადოლფ ფიშერი, კარლ ვალდი, ჰიუგო ცისინგერი 1953 - 1955 ალფრედ როიტლინგერი 1955 - 1958 როლანდ ენდლერი 1958 - 1962 ვილჰელმ ნოიდეკერი 1962 - 1979 ვილი ჰოფმანი 1979 - 1985 ფრიტც შერერი 1986 - 1994 ფრანც ბეკენბაუერი 1994 - ?
ბაიერნის ტიტულები:Deutscher Meister 1931/32
Deutscher Meister 1968/69
Deutscher Meister 1971/72
Deutscher Meister 1972/73
Deutscher Meister 1973/74
Deutscher Meister 1979/80
Deutscher Meister 1980/81
Deutscher Meister 1984/85
Deutscher Meister 1985/86
Deutscher Meister 1986/87
Deutscher Meister 1988/89
Deutscher Meister 1989/90
Deutscher Meister 1993/94
Deutscher Meister 1996/97
Deutscher Meister 1998/99
Deutscher Meister 1999/00
Deutscher Meister 2000/01
Deutscher Meister 2002/03
Deutscher Meister 2004/05
Deutscher Meister 2005/06
Deutscher Pokalsieger 1956/57
Deutscher Pokalsieger 1965/66
Deutscher Pokalsieger 1966/67
Deutscher Pokalsieger 1968/69
Deutscher Pokalsieger 1970/71
Deutscher Pokalsieger 1981/82
Deutscher Pokalsieger 1983/84
Deutscher Pokalsieger 1985/86
Deutscher Pokalsieger 1997/98
Deutscher Pokalsieger 1999/00
Deutscher Pokalsieger 2002/03
Deutscher Pokalsieger 2004/05
Deutscher Pokalsieger 2005/06
Deutscher Superpokalsieger 1982/83
Deutscher Superpokalsieger 1986/87
Deutscher Superpokalsieger 1989/90
Europapokalsieger (Landesmeister) 1973/74
Europapokalsieger (Landesmeister) 1974/75
Europapokalsieger (Landesmeister) 1975/76
Europapokalsieger (Pokalsieger) 1966/67
Europapokalsieger (UEFA-Cup) 1995/96
Weltpokalsieger 1975/76
Weltpokalsieger 2000/01
Ligapokalsieger 1997
Ligapokalsieger 1998
Ligapokalsieger 1999
Ligapokalsieger 2000
Ligapokalsieger 2004
Ligapokalsieger 2007
Europapokalsieger (Champions League) 2000/01
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება:
ბაიერნი -დორტმუნდი 11-1(1971-72)
ბაიერნი-ოფენბახი 9-0(1983-84)
ბაიერნი-ტენის ბორუსია 9-0(1976-77)
ბაიერნი-შალკე 8-1(1987-88)
Immer wieder, Immer wieder
Immer wieder FCB!
Von der Elbe, bis zur Isar
Immer wieder FCB!
პირველი ტიტული მიმდინარე სეზონში

ეს ერთი და სხვა მრავალი
This post has been edited by simao0209 on 28 Feb 2008, 11:50
მიმაგრებული სურათი