#9042751 · 1 Apr 2008, 11:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია დღეს 16 საათზე პრესკონფერენციას ჩაატარებს კაფე "მსოფლიო სპორტში". პრესკონფერენციაზე მასმედიას წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზის თანახმად, ნაკრების ახალი თავკაცი ცნობილი სერბი სპეციალისტი ჟელიმირ (ჟელკო) ობრადოვიჩია. 48 წლის ობრადოვიჩს ალბათ დიდი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ მის სახელოვან სამწვრთნელო კარიერას. იგი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა სერბულ "პარტიზანს", იტალიის "ტრევიზოსა" და ესპანურ "რეალს", ხოლო 1999 წლიდან ევროგრანდ "პანათინაიკოსის" თავკაცია. საკლუბო დონეზე მას მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი, ევროლიგა, სერბეთის ჩემპიონატები, საბერძნეთის ჩემპიონატები და საბერძნეთის თასი. არანაკლებ შთამბეჭდავია ობრადოვიჩის სანაკრებო მოღვაწეობა. მან იუგოსლავიის ნაკრებს ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოაპოვებინა, 1997 წელს ევროპის ჩემპიონი გახადა, ხოლო 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონობაც დააგემოვნა. 2004-2005 წლებში სერბეთის ნაკრებს წვრთნიდა.
--------------------
მეტი ხაშლამა ხალხს!
|