
ფილმია დალაქზე, რომელიც გადასახლებიდან ლონდონში ბრუნდება შურის საძიებლად მოსამართლეზე, რომელმაც მისი ცოლოს სილამაზის გამო ის დააპატიმრა 15 წლით. ამ ხნის განმავლობაში მისი ცოლი გაგიჟდა დარიშხანის მიღების და სხვ. გამო, ხოლო მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჯოანა (ჯენი ვიზენერ) თავად მოსამართლე ტარპინმა (ალენ რიკმან) მეურვეობით შეიკედლა და ერთხელაც მასზე დაქორწინებას აპირებს და მის თაყვანისმცემელ ბიჭებს სასტიკად აცემინებს ხოლმე ბოქაულ ბამფორდს (ტიმოტი სპოლლ).

სვინი ტოდი შეუამხანაგდება მისის ლავეტს (ჰელენა ბონემ-კარტერი), რომელიც მის ყოფილ სადალაქოში ცხოვრობს და მკვდარი ცხოველების ხორცისგან ღვეზლებს ამზადებს, რომლებსაც ვერ ყიდის ცხადია.

სვინი შეუდგება ისევ თავის ძველ პროფესიას, შურის ძიების წყურვილით, თავის ვერცხლის სამართებელ-მეგობრებს უმღერის ხოლმე

პირველი მსხვერპლიც არ დააყოვნებს, ეს მისი კონკურენტი დალაქი პირელია, რომელსაც სვინი საჯაროდ გამოიწვევს და შეარცხვენს და 5 ფუნტს მოუგებს შეჯიბრში სწრაფად პირის გაპარსვაში. პირელი თვითმარქვიაა და იცნობს ტოდს და ფულის გამოძალვას დააპირებს.
აქ ამოქმედდება სვინის "მეგობარი" სამართებელი
ფილმის ლაიტმოტივია სვინის სიმღერა საცოდავ ხალხზე სვინის ჩათვლით, რომელსაც ყველა ჩაგრავს და სვინის აზრით და პროფესიული მოღვაწეობით, სიკვდილს იმსახურებენ და ღებულობენ კიდეც.
მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება და გვამების მოსშორებლად საინტერესო მეთოდს მოიგონებს სვინის პარტნიორი მისის ლავეტი, ხორცზე ფასების საშინელი ზრდის გამო....
......
ფილმმა კარგი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა საკმაოდ მძიმე საყურებელია (მე თავად ჰორორების არა მოყვარული არა ვარ) და რაღაც განსაკუთრებული კრეატიულობა და ორიგინალობა ვერ შევამჩნიე, თუმცა, გადაღების, მხატვრული და მსახიობური ოსტატობის თვალსაზრისით მაღალ დონეზეა (ტიმ ბარტონ

).
საკმაოდ მძიმე, ბნელი და სისხლის შადრევნებიანი- ნაკადულებიანი ფილმია, არა ჰეფი-ენდით (პირიქით) და "pulp" მუზიკლ-სიმღერებით და პლოტით.
ბავშვებისთვის, სუსტი ნერვების მქონეთათვის, ჯანმრთელი ცხოვრებისა და არა კინომცოდნეებისათვის ფილმის ნახვა, განსაკუთრებით დიდ ეკრანზე და ძილის წინ მიზანშეწონილი არაა
This post has been edited by Einstein on 26 Mar 2008, 23:37