`საქართველოს გზის~ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამოცემა `ფიგაროს~ სტატია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია `იმედი~ და `რუსთავი 2~ საკუთარ ეთერში აჩვენებდნენ, რეალურად არ არსებობს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე საინფორმაციო მიტინგზე განაცხადა. მისი თქმით, როცა მან ნახა ეს სტატია ტელეკომპანიების ეთერში, დაუკავშირდა ამ სფეროს მთავარ `ექსპერტს~ დედამისს, რომელიც არც ერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს შესახებ არ ტოვებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დედამ უთხრა, რომ ამ დღეების განმავლობაში ფრანგულ გამოცემაში მსგავსი არაფერი დაბეჭდილა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან მოიძია აღნიშნული სტატია ინტერნეტში, შემდეგ დაინტერესდა ბლოგებით, თუმცა მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. ასევე, მოიძია ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ მასალა, რომელსაც თან ახლავს ამონარიდი გაზეთიდან და სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ეთერში ჩანს, არის 10 მაისის სტატია და ამ სტატიაში საუბარია 9 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე და ოპოზიციის ლიდერებისა და მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ლიდერების ოფისებში აღმოჩენილ მოსასმენ აპარატებთან დაკავშირებით. `თუ მოსმენა უნდათ, მოვიდნენ და აქ მომისმინონ~, _ აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პს. ბოლოს თქვეს იტალიურ საიტზეაო მარა არც იქაა და შე''''ი თუ გინდა
სადაც თქვეს ყველგან ვეძებე და ვერსად ვიპოვე
ფიგაროც დადგმულია
This post has been edited by Democrat on 1 Jul 2009, 01:46