მაშ ასე,
Nissan Club Georgia >>>>ვინაიდან ამ ავტომწარმოებელზე ბევრმა არ იცის, მოკლე Discription-ს და ისტორიულ მიმოხილვას გავაკეთებ =))
სიტყვასიტყვით ასე იშიფრება:

კომპანია DAT-ი (სახელი მოდის მისი დამფუძნებლებისგან - Kenjiro
Den, Rokuro
Aoyama, Meitaro
Takeuchi) ჩამოყალიბდა 1914 წელს და პირველი მანქანაც ამ დროს გამოუშვა. Datsun-ი დაერქვა 1931 წელს და წარმატებით ახორციელებდა მანქანების ექსპორტს აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.
(იხ. ლოგო)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა ფირმას სახელი შეცვლოდა - რადგან მარკეტინგული თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა (ომის დროს Datsun-ი იაპონური საბრძოლო თვითმფრინავებისთვის ძრავებს ამზადებდა და ამერიკულ ბაზარზე ამ სახელით წარმატებული ვერ იქნებოდა).
ასე შეიქმნა Nissan-ი...
1966 წელს Nissan-მა შეიერთა Prince Motor Company. 1985 წელს კი გადაწყვიტა შეექმნა სატიუნინგო განყოფილება, სადაც ძლიერი Performance-ის სპორტული მანქანები შეიქმნებოდა - ასე შეიქმნა Nissan Motorsport-ი, იგივე
NISMO (იხ. ლოგო)

1989 წელს შეიქმნა ახალი, უფრო ძლიერი და მაღლა მდგომი ბრენდი - Infiniti…
(იხ. ლოგო)

ბიზნეს კლასის მანქანებში ვერ დაიკვეხნის ნამდვილად Nissan-ი (ინფინიტის მოდლებს თუ არ ჩავთვლით), ამიტომაც ამ თემის აღწერაში ყურადღებას სპორტულ მოდელებზე გავამახვილებ, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე ცნობილი და წარმატებულია!
ანუ ვისაც არ გიყვართ კომფორტული მანქანები, გიყვართ სიჩქარე, ადრენალინი და ნამდვილი სპორტული მანქანები - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ თემაში

P.S. ეს თემა ამ განყოფილების მოდერის ნაკურთხია და თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ...

პირველი გვერდები მაინც
* * *
Skyline – ”ჰორიზონტი” პირველად 1957 წელს ჩაეშვა წარმოებაში Prince Motor Company-ს მიერ. შემდეგ უკვე მას აწარმოებდა Nissan-ი... საკმაოდ ცნობილი მოდელია და დღემდე მისი სპორტული მოდიფიკაციები საუკეთესოდ ითვლებიან მსოფლიოში. Nissan Skyline GT-R-ი პირველად შეიქმნა 1969 წელს. 1989 წელს ავსტრალიურმა გაზეთმა Wheels magazine-მა მას შეარქვა მეტსახელი ”გოძილა”

ამონარიდი ვიკიპედიადან: “Providing performance and handling similar to that of European icons like the Porsche 911 and the Ferrari Testarossa, but at a considerably lower price. Since the Skyline GT-R became a popular car for street racing in Japan, it has led to countless appearances in video games as well as the occasional appearances in feature films, anime, and manga.”
(იხ. ლოგო)

RB26DETT

ძრავი, რომელიც გამოიყენებოდა GT-R-ებში 1989 წლიდან 2002 წლის ჩათვლით. მოცულობა: 2.6 ლიტრი, ცილინდრები: Inline-6. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ძრავი, უდიდესი ტუნინგის პოტენციალით, გამძლე და დეტონაციის ამტანი. Stock მდგომარეობაში (მხოლოდ შეცვლილი ტურბინებით და ჰაერის შემშვები სისტემით, +ECU) შეუძლია იმუშავოს 600 ცხენის ძალამდე. ძრავის შიდა ნაწილების შეცვლით, მძლავრი ტურბინებით და კარგი ”ნასტროიკით” შესაძლებელია ერთ მეგავატზე [!!!] (1350 HP) მეტი სიმძლავრის მიღება!
აღსანიშნავია ასევე სქაი GT-R-ის განუყრელი მეგობარი - Atesa, რომელიც უნიკალურ სპორტულ AWD სისტემას წარმოადგენს. Quattro-ზე და მსგავსს სისტემებზე სპორტულობით ბევრად მაღლა დგას - მაბრუნებელ მომენტს ანაწილებს უფრო უკანა საბურავზე. შეიძლება ასევე ატესას კონტროლერის დაყენებაც ”ჯი.ტი-არ”-ზე, რომლის მეშვეობითაც მექანიკურად შესაძლებელია მომენტის გადანაწილება წინა/უკანა ხიდზე (თუნცა 100%-ით მაინც ვერ გადაიყვან ვერცერთზე).
R32 GT-R (1989–1994) სიმძლავრე - 313 HP [ოფიციალურად 280 PS... იაპონიაში დადებული სიმძლავრის შეზღუდვის ხელშეკრულების გამო...]


ესეც R32 GT-R-ით დამყარებული მსოფლიო რეკორდი დრაგზე -
7.57 წამი!!!http://www.youtube.com/watch?v=F-c6tuw-qOER33 GT-R (1995–1999) სიმძლავრე 305 HP [ოფიციალურად 280 PS]





R33 GT-R vs Suzuki Hayabusa (ჯერ მარტო რა ხმა აქვს =)) )
http://www.youtube.com/watch?v=wiKhRtyym8Aსქაის ტურბინირებული ვარიანტებიდან ასევე გამოდიოდა GT-S ვერსიაც, რომელსაც 250 PS აქვს, ძრავი - RB25DET – GT-R-ის ტვინტურბოსგან განსხვავებით, იგი აღჭურვილია ერთი ტურბინით.
ასევე NISMO ქმნიდა ამ მანქანის სხვადასხვა სპეცმოდელებს - მათ შორის ერთ-ერთი NISMO 400R, რომელსაც 400 ცხენის ძალა ქონდა.

R34 GT-R (1999–2002) სიმძლავრე 332 PS – 327 HP [ოფიციალურად 280 PS]


ასევე გამოდიოდა GT-S ვერსიაც

ერთი ტურბინით - RB25DET სიმძლავრე - 280 PS…
NISMO-ს მონსტრებიდან აღვნიშნავ ორს:
NISMO Skyline BNR34 GT-R Z Tune I (600 HP - ტრეკის ვერსია, ”დადუგული” კონდიციონერის გარეშე) & NISMO Skyline BNR34 GT-R Z Tune II (500 HP უფრო ”ცივილური”

).


Z Tune II-ს 2.8 ტვინ ტურბო:

Skyline-ის ღირსეული მემკვიდრე ახალი 3.8 Twin Turbo-თი აღჭურვილი R35 GT-R-ი გახდა....
* * *
Silvia (180/200SX)(იხ. ლოგო)

სილვია Nissan-ის S პლატფორმაზე დაფუძნებული სპორტული კუპეა. პირველად იგი წარმოებაში 1964 წელს ჩაეშვა..
დღეისათვის კი ცნობილი სპორტქარია და როგორც დიდი კეიჩი (

) იტყოდა, Drift-ში შეუდარებელი მანქანა (რადგან თითქმის ყველას გააჩნია მაღალპროცენტიანი ბლოკირებული ხიდი - იგივე LSD - იგივე Limited Slip Differential) =))
განხილვას S13-იდან დავიწყებ, რომელიც 1988-1993 წლებში გამოდიოდა:
ატმოსფერული ძრავების გარდა, იგი აღჭურვილი იყო 1.8 ორვალიანი ტურბინირებული ძრავით (CA18DET), რომელიც 173 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
თუმცა შემდეგ შეიცვალა SR20DET-ით (2.0 ტურბო) - სიმძლავრეც 205 ცხენის ძალამდე გაიზარდა...
იგივე ბაზაზე აწყობილი იქნა სპორტული კუპე 180SX (1989–1998) (200SX ამერიკული ბაზრისთვის - მარცხენა რულით), CA18DET ძრავით 100-მდე აჩქარება 6.8 წამი, SR20DET-ით კი 6.2 წამი

ნუ სხვა რა შეიძლება ითქვას ამ მანქანაზე - Drift Car-ია რა =))
კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ 180SX-ის ფარები სილვია S13-თან შედარებით ძვირი ღირს

ასე შეიქმნა არაოფიციალური ”Sileighty”, უფრო სწორედ კი შექმნეს იაპონელმა დრიფტერებმა, რომლებიც 180SX-ის დამტვრევის შემდეგ, მას S13-ის ფარებს უყენებდნენ...
S13


180SX


180SX რომელსაც უკან მოყვება R32 Skyline-ი

ესეც აშკარად დრიფტისგან ნატანჯი ”Sileighty”:


SR20-ი სილვიას ძირითადი ძრავი გახდა და ყველა შემდეგი მოდელი ამ ძრავზე გამოვიდა

S14 ატმოსფერული (Q's) 160 ცხენის ძალა, ტურბინირებული (K's) 225 ცხენის ძალა:
გამოვიდა S14-ის ორი მოდიფიკაცია: ”აღარ მახსოვს სახელი =\” [1994-1996] და ”kouki” [შეცვლილი წინა ფარებით 1996-1998]




S15 (1999–2002) ბოლო სილვია იყო რაც კი გამოშვებულა...
რა თქმა უნდა ისევ SR20 - ატმო ვარიანტი 165 HP, ტურბინირებული 250 HP




ახლა კი დამსახურებები
D1-ში გამარჯვების წლები, პილოტები და მანქანები:
2001 Nobuteru Taniguchi HKS Nissan Silvia S15
2004 Ryuji Miki Top Secret Nissan Silvia S15
2005 Yasuyuki Kazama Kei-Office Nissan Silvia S15
2006 Takashi Hagisako Clearance Nissan Silvia PS13
2006 Phil Morrison Driftworks/Federal Tires/JapaneseUsedCars.com Nissan 200SX S14a
2007 Masato Kawabata Toyo Tires/GP Sports Nissan Silvia S15
2007 Kazuya Matsukawa Zip's Nissan 180SX
2004 US vs Japan Nobushige Kumakubo Team Orange ADVAN Nissan Silvia S15
2006 World All Star Ken Nomura Blitz / URAS / Direzza Nissan Skyline ER34
მოკლედ გადახნა ამ მანქანამ D1-ი
85% ნისანმა გაიმარჯვა და 80% კი სილვიამ =))
ახლა მეძინება და მერე დავწერ Fairlady Z-ზე =))