
დაივინგ ცენტრ „პოსეიდონის სამყაროს“ განცხადება
TDI/SDI–ის (Scuba Diving International), აგრეთვე სხვა წყალქვეშა ცურვის საერთაშორისო ფედერაციათა დაივერების, წყალქვეშა მონადირეების და ასევე დაივინგითა და წყალქვეშა ნადირობით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
დაივინგ ცენტრ „პოსეიდონის სამყარო“-ს მიერ ყალიბდება სქუბა დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთა ოფიციალური კლუბი.
კლუბის მიზანია: საქართველოში დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის (აქვალანგების გარეშე) განვითარება და პოპულარიზაცია; საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის ტურების მოწყობა; შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო მარათონული თამაშების, წყალქვეშა ნადირობის, წყალქვეშა ფოტო და ვიდეო ფილმების, „მის დაივერ საქართველოს“, აგრეთვე სხვა სახის შეჯიბრებებისა და კონკურსების მოწყობა და ტრადიციად დამკვიდრება.
კლუბში ყალიბდება და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის და მიმართულების ჯგუფები: ექსტრემალური დაივინგის, წყალქვეშა არქეოლოგიის, წყალქვეშა ნადირობის, წყალქვეშა ფოტოგრაფიის, წყალქვეშა ვიდეო გადაღებების, ჩაძირული გემების მაძიებელთა (Wreck Diving Group), მღვიმეებში ყვინთვის (Cave Diving), ღრმა ყვინთვის (Deep Diving); სტუდენტ დაივერთა ჯგუფები. კვლევითი მიმართულებები: წყალქვეშა ბიოლოგების და ეკოლოგების, მაღალმთიანი ტბებისა და წყალსაცვების შესწავლის, აგრეთვე სხვა სახის დაივინგ ჯგუფები.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებსა და მოზარდებს 16 წლის ასაკიდან. კლუბის საწევრო გადასახადი თვეში შეადგენს 10 ლარს, ხოლო სტუდენტებისა და მოზარდებისთვის 5 ლარს. გარდა ამისა კლუბის წევრს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა სახის და ღირებულების პლასტიკური ბარათები, კერძოდ: 1. პლატინის პლასტიკური ბარათი (VIP) - 1200$ (ერთჯერადი შემონატანი); 2. ოქროს პლასტიკური ბარათი - 100$; 3. ვერცხლის პლასტიკური ბარათი - 50$; 4. ბრინჯაოს პლასტიკური ბარათი - 25$; 5. სტუდენტური პლასტიკური ბარათი - 10$.
კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ მიაკითხონ დაივინგ ცენტრ „პოსეიდონის სამყაროს“ ოფისს და მაღაზიას ან შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
ვებ-გვერდზე: www.poseidonsworld.com
მის: მის: კარგარეთელის ქ. N9 (აღმაშენებლის გამზ. N133-ის კუთხეში).
ტელ: 95-81-13; 95-81-12; 877.464862 დათო; 899.972624 საბა.
- კლუბის ყველა აქტიურ წევრს საშუალება ექნება ხელსაყრელ ფასად და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით:
1. ისწავლოს აქვალანგებით (სქუბა დაივინგი) ცურვა, გაიაროს წყალქვეშა ნადირობის და თავისუფალი ყვინთვის (Free Diving) საბაზო ან გაძლიერებული კურსები;
2. სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს“ აუზზე და კვარიათის დაივინგ ცენტრში ისწავლოს და აიღოს SDI-ის (Scuba Diving International), SSI-ის (Scuba Schools International), CMAS-ის (World Underwater Federation), საერთაშორისო სერტიფიკატები (სულ 6 დონე) და აგრეთვე დაეუფლოს სხვადასხვა სახის წყალქვეშა სპეციალობებს (მინიმუმ 4 სპეციალიზაცია);
3. „ლაგუნა ვერეს“ აუზსა და კვარიათის დაივინგ ცენტრში სისტემატურად ივარჯიშოს და აიმაღლოს კვალიფიკაცია – აქვალანგებით ცურვაში, თავისუფალ ყვინთვასა თუ სხვადასხვა სახის თოფებიდან წყალქვეშ მიზანში სროლაში;
4. თბილისისა და ბათუმის დაივინგ მაღაზიებთან არსებულ ტექნიკურ სერვის ცენტრებში შეამოწმოს, ხარისხიანად შეაკეთოს, განაახლოს საკუთარი დაივინგ ეკიპირება, მათ შორის წყალქვეშა კომპიუტერები და თოფები. ისარგებლოს დაივინგ ცენტრებში არსებული კომპრესორით (დატენოს საკუთარი აქვალანგები) და სხვ.
5. ყველაზე შეღავათიან ფასად შეიძინოს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული ბრენდის CRESSI-SUB-ის დაივინგის, წყალქვეშა ნადირობის, „სნორკელინგის“, ასევე აუზის - საცურაო ეკიპირება და პროდუქცია;
6. თბილისსა და ბათუმში იყიდოს ან იქირაოს დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის ახალი თუ მეორადი ეკიპირება;
7. ყოველგვარი განვადებისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე იმოგზაუროს, იყვინთაოს და ინადიროს (წყალქვეშ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე საინტერესო და ლამაზ წყალქვეშა ადგილებში;
8. მიიღოს მონაწილეობა დაივინგ ცენტრის მიერ გამართულ ორგანიზებულ საზღვაო მარათონულ თამაშებსა და ასევე სხვა სახის კომერციულ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში აიღოს სხვადასხვა სახის ფასიანი და ეგზოტიკური პრიზები;
9. საზღვაო მარათონულ თამაშებში, წყალქვეშა ნადირობაში, აგრეთვე ფოტო და ვიდეო შეჯიბრებებსა და კონკურსებში გამარჯვებულ კლუბის წევრებს (დასაწყისში პერიოდულად, ხოლო შემდგომ სისტემატიურად) საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია და დაივინგ ცენტრი მიავლენს და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს უცხოეთში გამართულ CMAS-ის, TDI/SDI-ის აგრეთვე სხვა ავტორიტეტული დაივინგ ფედერაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონკურსებში;
10. კლუბის აქტიური წევრებისათვის, ჩვენს მიერ ორგანიზებულ სამოგზაურო ტურებში, შიდა თუ უცხოურ კომერციულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის სათანადო ფინანსების არ ყოფნის შემთხვევაში, კლუბის მიერ შესაძლებელი იქნება მთლიანი თანხის 50%-ის ფარგლებში მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
11. გარდა ამისა სტუდენტებს და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, კლუბში გაწევრიანება და აქტიური მუშაობა რეალურ შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დამატებითი შემოსავლები;
12. კლუბის ის წევრები, რომლებიც აიღებენ მე-6 დონის (მინიმუმ დაივმასტერის) საერთაშორისო სერთიფიკატს, მათ დაივინგ ცენტრის ხელმძღვანელობა, უცხოეთის საზღვაო კურორტების პრესტიჟულ სასტუმროებთან არსებულ თუ კერძო დაივინგ ცენტრებში გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს, გარდა ამისა შესაძლებელია ისინი მიავლინოს სტაჟირებაზე და აქტიურად დაეხმაროს დასაქმებაში.
პლასტიკურ ბარათებზე შემოტანილი თანხების ანაზღაურება და განკარგვა
ყოველი პლასტიკური ბარათი განსაზღვრავს: კლუბის ამა თუ იმ წევრს, დაივინგ ცენტრის და მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ სამოგზაურო ტურებზე, დაივინგის სწავლებაზე აგრეთვე სხვა სახის მომსახურებასა და პროდუქციაზე რა რაოდენობის ფასდაკლება, ასევე რა ღირებულების და როგორი სახის მომსახურება გაეწევა. კლუბის წევრის მიერ შეძენილი სხვადასხვა სახის პლასტიკური ბარათი შესაბამისად სხვადასხვა სახის, ხარისხისა და დონის შეთავაზებათა პაკეტს მოიცავს.
დაივინგ კლუბში გაწევრიანებით და პლასტიკური ბარათის შეძენით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ ხელსაყრელი ფასები და მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღოთ, არამედ კლუბის სხვა წევრებთან ერთად წინასწარ დაგეგმოთ და შეათანხმოთ დასვენებისა და მოგზაურობისათვის თქვენთვის ყველაზე სასურველი ქვეყანა, ხელსაყრელი დრო და რაც მთავარია მეტად საინტერესო და ეგზოტიკური საყვინთაო ადგილები თუ „დაივინგსაფარი“. დაივინგ ცენტრის გამოცდილი ტურიზმის მენეჯერი კი თქვენს მიერ პლასტიკურ ბარათზე შემოტანილ და უკვე გადახდილი თანხიდან, ყველაზე ხელსაყრელ ფასებში წინასწარ დაგიბრონავთ და აგიღებთ თვითმფრინავის ბილეთებს, სასტუმროს ნომრებს, ხოლო VIP კლიენტებს („პლატინის“ და „ოქროს“ ბარათის მფლობელებს) ასევე შევურჩევთ და მათთვის ხელსაყრელ დროს, დავბრონავთ „დაივინგსაფარისათვის“ განკუთვნილ თუ ზღვაზე სასეირნო ყველაზე საუკეთესო, პრესტიჟულ გემებსა თუ იახტებს.
გარდა ამისა მოგზაურობის წინ შეგირჩევთ და სხვა დაივინგ ცენტრებთან შედარებით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდინებთ ან მოგაქირავებთ, თქვენს ტანზე კარგად მორგებულ ქალისა და მამაკაცის ჰიდროკოსტუმებს, ჟილეტ კომპენსატორებს, CRESSI-SUB-ის დაივინგის თუ წყალქვეშა ნადირობის საცურაო ეკიპირებას (პნევმატიურ თოფებს, არბალეტებს, ძლიერი განათების წყალქვეშა ფანრებს და სხვ.).
* * *
* * *

* * *
* * *

This post has been edited by Nadinne on 24 Sep 2010, 20:19