დამწვარ, გადამხმარ თითების ფხორჭვნვით,
როცა კვალდაკვალ ფრჩხილები გძვრება,
ვეღრიტინები სულის გისოსებს...
ხორცში ძვლებს,
ტვინი ჭამს საკუთარ ღარებს და ვერასდროს ძღება.
მოყინულ სიტყვათა ჩატეხილობის მჭრელ სიბასრეებს,
დათუქული ფიქრების უწყვეტი გეიზერები გაგრილებას რომ ლამობენ.
შუალედებში სულის სიწმინდე ცაში მილღვება
და შავი რადიაციის დაჰკრთება სუნი.
მე მოვინდომე ცხოვრების გამოცდა და სიკვდილისთვის მომესპო ღარი,
მაგრამ აღმოჩნდა რომ კვლავ ქვესკნელში, უპირობო უსასრულეთი
ხოტბით და ტაშით დაყრუვებულთა
ვიყავი მარტო სისხლის დინების ჩემში მოსმენით.
ჩემი სუნთქვისთვის, შენი სულისთვის, ერთიანობის მიმეცა ფერი
და ამ ფორმათა შინაარსიდან გამომეყვანა რაღაც პირველი.
არც ერთი მონა, არც ერთი ღმერთი.
ჩემი და შენი შეჯიბერებები არარაობის სახელით
არ დამეშვა და არა გადამაშვა თანაწორობის უსასრულობად,
თავისუფლების ამოება და მაოების აბსურდულობა,
და მე შევისწავლე კვლავ სიყვარული
და არაფერი სიძულვილზე ახლოს არ იდგა მასთან,
თუ არა ღრენა, ვნება და ჭრილობა,
სისხლი და ხორცით რომ დამთავრდება.
ძალიან მინდა/მჭირდება რომ მითხრათ რომ გენიოსი ვარ!
ფერიებთან ჟიმაობის თქვენ რა გესმით გარყვნილება,
ზეახდილ მოთხოვნათა შესრულების აღსრულება.
უხორცოდან ხორციელში სულთა ყლაპვა, ღებინება.
გადამკვდარი სულის ძალის ცის კიდემდე აფეთქება.
თქვენ რა იცით ფერიების აღგზნებათა გარყვნილება,
სურნელოვან ყვავილნარში ნაეკლარი ხორცის კვნეტა;
სისხლის ნერწყვში გადარწყევა,
რძის საშოში დანაბება
და ზეციურ კამარებში სასიკვდილოდ გათავება...