http://indievidebi.blogspot.com/ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მოვიფიქრე რომ სხვადასხვა ინდივიდების ყოველდღიურობის ასახვა არ იქნებოდა ცუდი...
და იდეა იმაში მდგომარეობს რომ
უნდა აირჩიო ერთი დღე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეხერხება, არ დაიზარო და დილიდან მოყოლებული, დაძინებამდე, ყოველ საათში ერთხელ გადაიღო ერთი ფოტო, არ აქვს მნიშვნელობა დაამთხვევ დროს თუ არა, უბრალოდ საათში ერთხელ უნდა იყოს და სახასიათო იმ მომენტისთვის . დღის ბოლოს გადახედავ ამ ფოტოებს, ატვირთავ და პატარა კომენტებს დაურთავ, ან ერთ სიტყვას ან წინადადებას...
კარგი იქნება, თუ უკვე ახლო მომავალშI აირჩევთ დღეებს, თუ ვინმეს ხვალვე მოუნდება ფოტოების გადაღება, დაიწყოს და ხვალ საღამოთი მეილზე გამომიგზავნოს რომ დავდო ბლოგზე

ისე ჯობია წინასწარ მომწეროთ, რომელ დღეს აირჩევთ, რომ ვიცოდე, იმიტომ, რომ თითო დღე თითო ადამიანის იქნება

ძირითადად ესაა smile.gif
კიდევ, მინდა ამ ფოტო-დღიურებს დაემატოს ერთგვარი სტატია-შედარებები, ანუ როგორები ვართ ჩვენ (ჩვენი ახალგაზრდობა, მუსიკა, გართობა, სოციალური სფერო და ა.შ) და უცხოეთი ერთმანეთთან მიმართებაში...ალბათ ეს უფრო იმათ გაუადვილდებათ ვინც უკვე ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში რამდენიმე ხნით. მე უკვე დავდე ჩემი ჩანაწერი ჩემი გამოცდილებიდან, შეგიძლიათ ნახოთ და მოკლედ თუ არ დაიზარებთ, ყველაფერი კარგად აეწყობა
PS: ხო... მე ვარ, უბრალოდ რადგან ბლოგს ინდივიდი ქვია, თემის ამ ნიკით გახსნა ვამჯობინე