28 თვის შემდეგ კლაუს ტოპმიოლერი აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის განცხადებით ტოპმიოლერთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგები. კვირის დასაწყისში გერმანელი მწვრთნელი ფრანფურტში შეხვდა ფედერაციის ხელმძღვანელობას, სადაც 2007 წლის დარჩენილ სახელფასო დავალიანებაზე ისაუბრეს. “მათ წერილობით აიღეს ვალდებულება, რომ დავალიანებას დაფარავენ. თუმცა ეს მართლაც ასე იქნება თუ არა, ნამდვილად არ ვიცი”. ზოგიერთი ინფორმაციით ტოპმიოლერმა უარი თქვა ხელფასის 30 პროცენტზე. მიზეზი? “
ქვეყნის პრეზიდენტი ჩემი მეგობარია და
საქართველოში ხალხისთვის მე გმირი ვიყავი”.
ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 24 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ 7 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. “რადგანაც მოთამაშეები ვიზებს ვერ იღებდნენ თამაშებზე ჩამოსასვლელად”. ახლა კი იგი საოჯახო შვებულებით ტკბება. “99,9 პროცენტით ამ წელს არანაირ სამუშაოს არ შევასრულებ. ბაბუა გავხდი და უნდა დავისვენო”.
პ.ს
http://georgiennews.de/wordpress/?p=17 This post has been edited by BEQA 11 on 6 Apr 2008, 23:02
Total Cumulative Posts 11111 . Posts per day 11.1
You registered on 27 Mar 2007, 20:22
Last Post: 27 Mar 2010, 20:22