#8991840 · 28 Mar 2008, 03:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
caliber
ხატია ბუნიათიშვილი
კონკურსის საიტზე შეგიძლიათ ჩანაწერებს უყუროთ. შედიხართ არქივის განყოფილებაში, ირჩევთ რომელი ტურის მოსმენაც გნებავთ და აჭერთ შემსრულებლის სახელს. თუმცა, ყველა შესრულება არ დევს, სამწუხაროდ.
ხატიამ ძალიან შთამბეჭდავად დაუკრა შოპენის მე-4 ბალადა, ჩემი აზრით.
კონკურსში კიდევ 2 ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა: დუდანა მაზმანიძვილი და ედიშერ სავიცკი, მაგრამ ორივე პირველივე ტურის შემდეგ გარეთ დარჩა, სამწუხაროდ.
ფინალი როგორ დამთავრდა (დღეს უნდა ყოფილიყო და ხატიას ბრამსის მე-2 კონცერტი უნდა დაეკრა) არ ვიცი. შევიხედო ერთი საიტზე.
* * * ესე იგი, აი, რა მომხდარა:
ხატიამ მიიღო მესამე პრემია. და ამას დამატებული: მაყურებლის სიმპატია და შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის პრემია.
მისალოცი ამბავია!
--------------------
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.
|